„პირველივე მოსახვევში მოსრიალდა და…“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

1,547 წაკითხვა

თამარ ჩერგოლეიშვილის პოზიცია გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“და ამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

„ელჩების მიერ გრიგოლ ვაშაძის გამოკვეთილმა ქებამ, თითქოს მათი ხათრით დაასრულა პოლიტიკური კარიერა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა რა არაპროფესიონალთან გვქონდა საქმე.

კაცი იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით დღეზე ნათელი იყო ბოიკოტის გამოცხადებამდეც – ამ კაცმა არც იფიქრა ბოიკოტის აწევა შეუძლია, თუ არ შეუძლია, გამართა ბრიფინგი და გამოაცხადა ბოიკოტი. შეუძლებელია, ოდნავ საქმეში ჩახედულ ადამიანს ვერ წარმოედგინა დასავლეთის წნეხის მასშტაბი.

დაიწყო დასავლეთის ზეწოლა და პირველივე მოსახვევში მოსრიალდა – პინგ პონგის მსუბუქი ბურთივით, ქარმა წაიღო. აი ასეთ ცანცარა და არასერიოზულ კაცთან გვქონდა საქმე.

პოლიტიკოსებო, სანამ რამეს გამოუცხადებთ ამომრჩეველს – ბოიკოტი იქნება, გვირაბის გათხრა, თუ ზღვის გადაცურვა, დაფიქრდით ხოლმე – შეგიძლიათ სიტყვის შესრულება, თუ არა. თქვენი „ტრუხა“ დაპირებები მთელ პროცესს აზიანებს. სიტყვას აქვს ფასი!“- წერს ჩერგოლეიშვილი.

Next Post

„ოცნებას“ ცუდად ექნება საქმე“ - დიმიტრი შაშკინი

ხუთ დეკ 17 , 2020
1,547 წაკითხვა„ქართული ოცნება“ თუ ნამდვილად მიიღებს ოპოზიციური პარტების რეგისტრაციიდან მოხსნისა და  დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონს, ის აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში. ამის შესახებ „2020NEWS“-თან ექსკლუზიურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ აქვს ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის უფლება, რადგან ეს არაკონსტიტუციურია და კანონს უკუძალა არ გააჩნია. „ეს არის ანტიკონსტიტუციური განცხადება, რადგან კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ კანონს უკუძალა […]