მედიის წარმომადგენლები ვახტანგ გომელაურს პარლამენტთან დახვდებიან

426 წაკითხვა

დღეს, 12:00 საათზე, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური უნდა მივიდეს, მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ გუშინდელ აქციაზე განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართა, არ ჩაკეტოს პარლამენტის შესასვლელი კარი.

„ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ, რა შეგვიძლია“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

ipn

Next Post

თავდამსხმელები იყენებენ PrintNightmare - ის საშიშ დაუცველობას Windows Print Spooler– ში

ორშ ივლ 19 , 2021
426 წაკითხვაივნისის ბოლოს, კიბერუსაფრთხოების მკვლევარებმა აქტიურად დაიწყეს Windows Print Spooler-ის მოწყვლადობის განხილვა, რომელმაც მიიღო დასახელება PrintNightmare. როგორც იუწყება კომპანია  „კასპერსკის ლაბორატორია“, თავდაპირველად ითვლებოდა, რომ Microsoft-ს ივნისის პატჩი, რომელიც გამოვიდა მორიგ სამშაბათს  ამ პრობლემას აღმოფხვრიდა. მაგრამ ახლა ნათელი გახდა,  რომ ჩვენ საქმე გვაქვს  ორ მოწყვლადობასთან, ესენია: CVE-2021-1675 და CVE-2021-34527 და პატჩი გვშველის მხოლოდ  პირველის საწინააღმდეგოდ. ამავდროულად, კიბერდამნაშავეებს მათი პოტენციურად გამოყენება შეუძლიათ […]