2,361 წაკითხვა
ტვ პირველის მთავარი პროდიუსერის, ნოდარ მელაძის პოსტი ფეისბუქში:
„რა კარგია გქონდეს უნარი, დუმილით უყურო როგორ კარგავენ ადამიანები სახეს. ეს დუმილი, გეხმარება, არ გახდე მათნაირი და ხელს უწყობს მათ, კარგად გამოაჩინონ თავისი რეალური სახე!
ხვალ, დღევანდელ ამბავს ყავლი გაუვა, ხვალინდელს ზეგ, უბრალოდ სულ მაინტერესებს, ნეტა შემოხედვა თუ შერცხვებათ?
დუმილი ჩემთვის ოქროა, აბა ჩალის ფასი რომ ჰქონდეს, რამდენ რამეს დაწერდა კაცი! ჩემთვის მთავარი პრინციპია ცხოვრებაში – შრომა, შრომა და შრომა. ჰოდა მე ისევ ვიშრომებ, სხვებს შეუძლია ტალახი ზილონ.“- წერს მელაძე.