გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი: ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე მსოფლიო კორიფეები არიან

3,999 წაკითხვა

სამედიცინო უნივერსიტეტის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგის, პროფესორ გიორგი გრიგოლიას განცხადებით, ის შედეგები, რაც დღეს გმირმა ქართველმა ექიმებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დადეს, განცვიფრებას იწვევს და ეს ყველამ უნდა დააფასოს.

„ჩვენი კოლეგები ყველანაირ საშუალებას ფლობენ იმისთვის, რომ ეს პროცესი სათანადოდ მართონ. მე უდიდესი მოკრძალებითა და პატივისცემით მინდა, მოვიხსენიო ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე. ესენი არიან მსოფლიო კორიფეები და მათ ჭკუას ეკითხება მსოფლიო წამყვანი სამედიცინო ინსტიტუტები.
ის შედეგები, რაც დღეს გმირმა ქართველმა კოლეგებმა, მებრძოლმა ექიმებმა, მედპერსონალმა დადეს და ანახეს მსოფლიოს, გაოცებას იწვევს და ეს ყველამ უნდა დავაფასოთ“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

Next Post

ხვალ თბილისის 200-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება(იხ.ქუჩების ჩამონათვალი)

კვი მაი 3 , 2020
3,999 წაკითხვა4 მაისს, თბილისის ხუთი რაიონის 255 ქუჩას წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება. ინფორმაციას Georgian Water and Power ავრცელებს. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების შეწყვეტა ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება, რომლებიც 4 მაისის 15 საათზე დაიწყება და 5 მაისის 15 საათისთვის დასრულდება. ქუჩების ჩამონათვალს, რომლებსაც შეზღუდვა შეეხება GWP-ს ვებგვერდზე შეძლებთ. მთაწმინდის რაიონში: პოლიკარპე კაკაბაძე, კაკაბაძეები, ზალდასტანაშვილი, ზანდუკელი, ზ. ბოცვაძე, ე. გაბაშვილი, ვ. სარაჯიშვილი, 8 […]