„მთელ ჭორვილას მოედო ამბავი..“ – ივანიშვილის ბავშვობის და ქორწილის უცნობი დეტალები

1,701 წაკითხვა

„დაიჯესტი“ ოლიგარქის თანაკლასელის ინტერვუზე დაყრდნობით მის ბავშვობაზე, სკოლაში განვლილ დროსა და ქორწილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:

ბიძინა ივანიშვილი ცნობილი საოპერო მომღერლის, ნუგზარ-ვალერიანო (გამგებლის) თანაკლასელი იყო. მომღერლის და თინათიან გამგებელი, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესმენს ბავშვობაში მეგობრებთან.

„გაჭირვებული ოჯახიდან მოვდივართ, თუმცა ღარიბები არ გვეთქმოდა, რადგან რომ ავმღერდებოდით, მეზობლები ჩვენ გარშემო იკრიბებოდნენ და მეტი სიმდიდრე რაღა გვინდოდა?! მამა პედაგოგი გახლდათ, ექვსი და-ძმა ვიყავით და გვიჭირდა, მაგრამ მამამ მუსიკის დიდი ნიჭი თავიდანვე შეამჩნია ნუგზარს და პიანინო უყიდა. მეზობლები დაგვცინოდნენ, რა დროს პიანინო იყო, სახლი თავზე ექცევათო…

სკოლა თუ დავამთავრე, სულ ბიძინას ხარჯზე. ძალიან სუსტი გახლდით მათემატიკაში. პედაგოგი ანა სადუნიშვილი კი ძალიან მკაცრი იყო. ახლაც ცოცხალია, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს! ბიძინა ყოველთვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მათემატიკის საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა… ანა სადუნიშვილმა იცოდა, ბიძინასგან გადაწერილი რომ მქონდა, მაგრამ ოთხიანს ან სამიანს მაინც მიწერდა. ბიძინას ხუთიანზე ნაკლები არასოდეს მიუღია. ბრწყინვალედ სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებსაც“, – ჰყვებოდა თინათინ გამგებელი.

„ბიძინა ძალიან დინჯი იყო. შვიდი გოგო ვიყავით კლასში და ყველას ერთნაირად გვექცეოდა. დღესაც ისეთივე პატივს გვცემს შვიდივეს… მეუღლე რომ გარდამეცვალა, საქართველოდან შორს იყო, მაგრამ გვერდით დამიდგა. მისი ქველმოქმედების შესახებ ლეგენდებს რომ ჰყვებიან, ყველაფერი სიმართლეა. ბანკეტი რომ გადავიხადეთ, მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ვერ დაესწრო, მაგრამ ბიჭებს მანქანები გამოუგზავნა, გოგოები კი სხვა მხრივ დაგვაჯილდოვა… მეც ძალიან მადლიერი ვარ და ჩემი კლასელებიც. ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ჩუმად ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა, მე ნერწყვი მომდიოდა. მერე გოგოები დავესეოდით, გაკვეთილის მოყოლას რატომ არ გვაცლი-თქო. მე ძალიან ცელქი ვიყავი და როცა მეტისმეტი მომდიოდა, ბიძინას გვერდით დამსვამდნენ, მას მიჰბაძეო… ჭორვილაში რვაწლიანი სკოლა გვქონდა და სწავლის გასაგრძელებლად საირხის სკოლაში რომ გადავედით, ვიღაც უფროსი ბიჭი გადამეკიდა. ბიძინა მისგან მიცავდა, რამდენჯერ შინ მივუცილებივარ. ჩემი დის გაბედნიერებაში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა. რომ გაიპარა, ბიძინას სთხოვა, ჩემოდანი საჩხერემდე ჩამატანინეო…“ – ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილის თანაკლასელი.

თინათინ გამგებელი თანაკლასელის ქორწილის დეტალებსაც იხსენებს:

„ოდნავ გულნატკენი ვარ. მაშინ ბიძინა უკვე მდიდარი ბიჭი იყო. მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის „შლეიფი“ შვიდ ქალს მიჰქონდაო. მეწყინა, ქორწილს რომ ვერ დავესწარით, მაგრამ მისი მაინც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ჩემი პატარა ოჯახი თუ არსებობს და მომავლის იმედი აქვს, ეს მისი დამსახურებაა. ნახევარი საქართველო მისი წყალობით სულდგმულობს დღესაც. ყოველთვის ძალიან თავშეკავებული იყო, ბავშვობაშიც ბევრ სიკეთეს გვიკეთებდა, მაგრამ გვთხოვდა, არ გამამხილოთო…“

ბიძნა ივანისვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს 4 შვილი ჰყავთ. 

Next Post

როგორც ოთხი წლის წინ ვვარაუდობდით, ტრამპს საბოლოო დარტყმა ვიცე-პენსმა მიაყენა

ოთხ იან 13 , 2021
1,701 წაკითხვაჯერ კიდევ ოთხი წლის წინ სპეციალურად გაზეთისთვის  „საქართველო და მსოფლიო“ დავწერე სტატია –  „პრეზიდენტის აჩრდილი“, რომელიც ტრამპთან ერთად არჩეულ მაიკ პენსს – აშშ ვიცეპრეზიდენტს, მიეძღვნა. ის მოსაზრება, რომ პენსი აღმოჩნდა არა პრეზიდენტის მყარი დასაყრდენი, არამედ „სისტემის მიერ მოვლენილი „აჩრდილი“, ტრამპისვე სამწუხაროდ, გამართლდა. ტრამპის მმართველობის ჟამს პენსის აქტივობების მთავარ ეპიზოდებს თუ დავაკვირდებით, მისი ფუნქცია იყო ტრამპის საგარეო პოლიტიკაში აგრესიული მიდგომების […]