,,არის მცდელობა, რომ ამ ფაქტით გადაიფაროს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები” – დავით ზურაბიშვილი

558 წაკითხვა

,,რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრის, დავით ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშილისა და ბერა ივანიშვილის აუდიო ჩანაწერის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი არის ძველი, ზურაბიშვილი ,,რეზონანსთან,, საუბარში ამბობს, რომ ეს არ ამართლებს ფაქტს, რომ ჩანაწერში დაფიქსირებული თანამდებობის პირები დღეს ქვეყნის სათავეში არიან:

,,მე ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ მინისტრი მიადგეს გლდანში თუ სხვაგან ვინმე უფროსკლასელს სახლში, ავიდეს მის ოჯახში და საქმის გარჩევა დაუწყოს – რატომ დაწერე ბერაზე ასეთი კომენტარიო. ეს წარმოუდგენელი მგონია. თარიღზე იმიტომ აქვთ გართულება, რომ უფრო რეზონანსულია თქვა, რომ დღეს მოქმედი თანამდებობის პირები ადგებიან ვიღაცებს სახლებში და ემუქრებიან. ეს ზღვარსგადასული ქმედებაა და არის მცდელობა იმისა, რომ ამ ფაქტით გადაიფაროს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები. მე მიმაჩნია, რომ ვერანაირი დანაშაული ვერ გადაფარავს წინა ხელისუფლებას, მით უმეტეს არ წარმოადგენს ამ ხელისუფლებას არსებითად უფრო უარესად, ვიდრე წინა იყო. მე თუ მკითხავთ, არც ერთი არ ვარგა”, – ამბობს ზურაბიშვილი.

Next Post

„მოვა დრო ყველაფერს გაიგებთ“ - აპირებს თუ არა კალაძე ოცნების დატოვებას?

ორშ მარ 8 , 2021
558 წაკითხვა„ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს: „ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება და ეს არის არასწორი ინფორმაცია. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. მომდევნო დღეების და თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მივიღებ. მე არასდროს არ გადამიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ მალულად ან ჩუმად ყოფილიყო. ყველაფერი იქნება ცხადი, […]