რა საბუთები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

1,756 წაკითხვა

თამარ ბარკალაია – დახმარების მისაღებად ვალიდური საბუთი იქნება, მაგალითად, ბანკის ცნობა, რომ პირს გამოტანილი აქვს სესხი შემოსავლის საფუძველზე, ასევე მაღაზიაში პროდუქტის ჩაბარების დოკუმენტი.

ჩვენთვის საკმარისად ვალიდური საბუთი იქნება, მაგალითად, ბანკის მიერ გაცემული ცნობა, რომ კონკრეტულ პირს გამოტანილი აქვს სესხი, რომელიც მისი შემოსავლის საფუძველზე იქნა გაცემული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ანალოგიური შემიძლია, გითხრათ ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელიც ამა თუ იმ მაღაზიაში პროდუქტების მიწოდებას აწარმოებს. ასევე, ჩვენთვის ვალიდური დოკუმენტი იქნება მიღება-ჩაბარების აქტი, ე.წ. პირველადი გადახდის დოკუმენტი, ან ცნობა მაღაზიიდან, რომ ისინი ფიზიკური პირისგან გარკვეული სახის პროდუქციას იბარებენ. ეს არის მაქსიმალურად ლოიალური მიდგომა, რომელსაც კომისია პირველ რიგში, მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე გამოიყენებს და, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები და თანხები იქნება გადარიცხული. ლოიალური მიდგომა იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნილი არ იქნება მაინცდამაინც დამსაქმებლისგან წარმოდგენილი საბუთი“, – განაცხადა ბარკალაიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მოხდება რეპეტიტორებისა და ოჯახში დამხმარეების შემოსავლების შესწავლა, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ არ არსებობს შეზღუდვა, რომელიც სფეროების მიხედვით ჰყოფს, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ ფიზიკური პირისგან წარმოდგენილი ცნობა არ იქნება სამარისი, რათა პირის ეკონომიკური საქმიანობა ვალიდურად ჩაითვალოს.

Next Post

უკრაინული მედია - „მიხომ იგრძნო სისხლის სუნი და პრეზიდენტთან საბრძოლველად გამოვიდა“

ორშ მაი 4 , 2020
1,756 წაკითხვაუკრაინული მედია საქართველო ექსპრეზიდენტზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტ, ანდრეი გოლოვაჩოვის შეფასებით, თუ კი სააკაშვილი უკრაინაში სასურველ თანამდებობას ვერ მიიღებს, ოპოზიციაში გადავა. „მიხომ იგრძნო სისხლის სუნი და პრეზიდენტთან საბრძოლველად ომის ველზე გამოვიდა. ზელენსკი კიდევ ერთხელ შარში გაეხვა. ამჯერად სერიოზულად და დიდი ხნით. უფრო სწორედ კი, სამუდამოდ. მან, პოროშენკოს შემდეგ, ფეხი ჩადგა იშვიათ ნ*ხვში, რომელიც აქამდე წყნარად და განმარტოებულად იდო გზისპირას და […]