უკრაინული მედია – „მიხომ იგრძნო სისხლის სუნი და პრეზიდენტთან საბრძოლველად გამოვიდა“

2,477 წაკითხვა

უკრაინული მედია საქართველო ექსპრეზიდენტზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტ, ანდრეი გოლოვაჩოვის შეფასებით, თუ კი სააკაშვილი უკრაინაში სასურველ თანამდებობას ვერ მიიღებს, ოპოზიციაში გადავა.

„მიხომ იგრძნო სისხლის სუნი და პრეზიდენტთან საბრძოლველად ომის ველზე გამოვიდა.

ზელენსკი კიდევ ერთხელ შარში გაეხვა. ამჯერად სერიოზულად და დიდი ხნით. უფრო სწორედ კი, სამუდამოდ.

მან, პოროშენკოს შემდეგ, ფეხი ჩადგა იშვიათ ნ*ხვში, რომელიც აქამდე წყნარად და განმარტოებულად იდო გზისპირას და არავის უშლიდა ხელს. მაგრამ ზელენსკიმ არ გაუშვა შანსი და მოახერხა თავისი ფეხის თხევად კონსისტენციაში ჩაფლობა. განავალმა ისეთი სუნი აუშვა, რომ პრეზიდენტი უკვე ვალდებულია სააკაშვილს რაიმე თანამდებობა მისცეს, რომელიც დააკმაყოფილებდა მოუსვენარი ქართველის ამბიციებს.

ზელენსკიმ შეურაცხყოფა მიაყენა მიხოს იმით, რომ შესთავაზა თანამდებობა და შემდგომ, საქართველოს ზეწოლის გამო, უარი თქვა საკუთარ წინადადებაზე. საპასუხოდ, სააკაშვილმა მიანიშნა, რომ თუ ზელენსკი არ შეურჩევს მას სათანადო თანამდებობას, მაშინ იგი გადავა ოპოზიციაში.

რას ნიშნავს ეს?

მცირე გადახვევა თემიდან. უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკაში სააკაშვილს ეხერხება მხოლოდ ერთი რამ – ნგრევა. არ აქვს მნიშვნელობა რისი, მთავარია – ბრძოლა და ნგრევა სხვადასხვა ლოზუნგის სკანდირებით. სააკაშვილს არ ეხერხება შემოქმედება, არ შეუძლია რეფორმების განხორციელება – მისი რეფორმატორობა მითია. მას მხოლოდ ძველი სტრუქტურების განადგურება ეხერხება, თუმცა განადგურებაში ძალზედ ეფექტურია. ამ საქმეში სააკაშვილს თითქმის ვერავინ შეედრება.

ტურბულენტური, გარდამავალი და რევოლუციური პროცესები – ეს მისი საარსებო გარემოა. მისი სტიქია. ის ყველაფერს საძირკველამდე ანადგურებს. და შემდგომ? შემდგომ კი ჩვეულებრივ დიქტატორად იქცევა.

„ყველა საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი არის დემოკრატი, სხვა არაფერია თუ არა ლამაზი მითი. ის ძალაუფლებას დახარბებული ადამიანია, უფრო სწორედ, იგი შეპყრობილია ძალაუფლების წყურვილით და, შესაბამისად, ძალზე საშიშია. ის არის მოთამაშე, რომელიც ძალიან მაღალ ფსონებს დებს და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში არ იშურებს არანაირ კომპრომისს“.

და აი ასეთ საშიშ, ოდიოზურ და უმადურ პერსონაჟთან მოახერხა დაკავშირება ზელენსკიმ.

თუ ზელენსკი არ დაასაქმებს სააკაშვილს პრესტიჟულ პოზიციაზე, ეს უკანასკნელი მოირგებს „დემოკრატიის დამცველი ჯაჭვზე მიბმული ძაღლის“ საყვარელ როლს. ის სწრაფად გაურიგდება ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებს და შეუდგება მის მიმართ 24 საათის განმავლობაში „ტალახის სროლას“. სააკაშვილი ამას ეფექტურად, თავდაჯერებულად და თავდაუზოგავად გააკეთებს. არ დანებდება მანამ, სანამ ზელენსკის „ბარიგად“ არ გადააქცევს. მომგებიანი პირობების არსებობის შემთხვევაში ხალხს ბარიკადებზეც კი გაიყვანს.

ზელენსკი უკვე ყველაფერს მიხვდა და ინტენსიურად შეუდგა სააკაშვილისათვის თანამდებობის ძიებას. სავარაუდოდ, ის გამონახავს შესაბამის პოზიციას, მაგრამ მიხო მაინც იჭირვეულებს და იშფოთებს. უბედურება კი ისაა, რომ „სააკაშვილის პრობლემა“ ამით ვეღარ მოგვარდება. ჯინი ბოთლიდან უკვე გამოშვებულია.

„საშინელება ის არის, რომ რა თანამდებობაზეც არ უნდა ეკავოს სააკაშვილს, ის ყოველთვის იქცევა ისე … როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. ასე იყო ოდესაში. ახლაც ასე იქნება.“

მიხომ იგრძნო სისხლის სუნი და პრეზიდენტთან საბრძოლველად ომის ველზე გამოვიდა. უფრო სწორედ, ის თავად ზელენსკიმ გამოიწვია და სკალპელის დანაც მისცა ხელში. მათ შორის დაპირისპირება მხოლოდ რამდენიმე თვის ამბავია. სააკაშვილი საკუთარ თავს ზელენსკის პოზიციისთვის ამზადებს.

თავის დროზე პოროშენკომაც უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ქართველს დაუკავშირდა. მან ეს პრობლემა საბოლოოდ მხოლოდ მაშინ მოაგვარა, როცა სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევა. ზელენსკი ვერ გააძევებს სააკაშვილს ქვეყნიდან, მას არ გააჩნია პოროშენკოს მსგავსი ნებისყოფა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ზელენსკიმ თვითონ შეუქმნა საკუთარ თავს პრობლემა, რომელიც მას ბოლომდე გაყვება.

ღმერთებმა მიატოვეს ზელენსკი. ხოლო როდესაც ღმერთები ტოვებენ ადამიანს, ის კარგავს აზროვნების უნარს.

ზელენსკი შარში გაეხვა. მაგრამ რას ვიზამთ, ამის ღირსია, რადგან არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგების განჭვრეტა“, – ვკითხულობთ სტატიაში.

imedinews

Next Post

„მთავარი არხი” კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა

სამ მაი 5 , 2020
2,477 წაკითხვატელეკომპანია „მთავარი“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ დატოვა. ამის დასტურად კი ფეისბუქში მისი სტატუსია, სადაც წერია, რომ “დატოვა მთავარი არხი”. მიზეზებზე არცერთ ჟურნალისტს არ უსაუბრია. უმეტესობამ არხი ნოდარ მელაძის წასვლის შემდეგ დატოვა და ესენი არიან: ეკო მაღრაძე, მაკა ანდრონიკაშვილი, ვასილ დაბრუნდაშვილი და რუსუდან ჯაბანიშვილი, მათ ტელეკომპანია „პირველზე“ გადაინაცვლეს.