„მე ადრეც მითქვამს, სანამ კორონავირუსი იქნებოდა, რომ გახარიას ამ არჩევნებს არ ჩაატარებინებენ“ – აცხადებს გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლადო სადღობელაშვილი, ის ამბობს, რომ ამის შესაბამისი არგუმენტებიც აქვს:
„ბოლო პერიოდში საინტერესო ნიუსები ვრცელდება. ამ კორონავირუსის ფონზე კონკრეტული ფეიკ-ჯგუფები ავრცელებენ ინფორმაციებს გახარიას შეცვლის თაობაზე. მე ორი დღის წინ გადავედი ამ საიტებზე, სადაც ასეთი ინფორმაციები იდება. ამ საიტებზე ყოველთვის ხელისუფლების შტოებიდან გამოსული ინფორმაციები იდება.
რის თქმა გინდათ, რომ გახარიას თალაკვაძე შეცვლის?
ეს იყო კბილის მოსინჯვა, შემოგდებული პროგნოზი. გატესტეს საზოგადოების რეაქცია. ამ საიტზე დადებული ინფორმაციები ყოველთვის მართლდება, დაახლოებით ორ-სამ თვეში.
„მე ადრეც მითქვამს, სანამ კორონავირუსი იქნებოდა, რომ გახარიას ამ არჩევნებს არ ჩაატარებინებენ. მე ამის შესაბამისი არგუმენტაციაც მაქვს. არ არსებობს, რომ დატოვონ. უკვე დიდი ხანია, რაც პრემიერია.
ქოცებმა გახარიას ხერხემალი შეარქვეს. ესეც ძალიან ნიშანდობლივი ფაქტორია. როგორც ნაცები მერაბიშვილს აფეტიშებდნენ, ქოცები გახარიას აფეტიშებენ. როგორც წესი, ეს ცუდად მთავრდება ხოლმე. მე მაქვს ინფორმაცია, რომ გახარია ვერ ჩაატარებს ამ არჩევნებს“.