სამი არჩევანი ივანიშვილისთვის

2,171 წაკითხვა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას ბიძინა ივანიშვილისთვის მხოლოდ კარგი უნდა. როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, ივანიშვილის სულ 3 არჩევანი აქვს – კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი.

„ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს 3 არჩევანი – კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა; ცუდი არის პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება; ძალიან ცუდი არის იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. ის რას აირჩევს მე ვერ გეტყვით, ხანდახან მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება,“ – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე.

იპნ

Next Post

ირაკლი ოქრუაშვილი ინგა გრიგოლიას – „წულუკიანის დიეტით გავხდი, უადვილესია…“

ორშ მაი 18 , 2020
2,171 წაკითხვაირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა: „ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, მოლოცვისთვის და საერთოდ მადლობა ყველაფრისთვის. დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით“. ამაზე ინგა გრიგოლიამ დაუწერა: „ის მაინც დაწერე,როგორ გახდირა დიეტა დაიცავი ასეთი“ ოქრუაშვილმა ასე უპასუხა: “წულუკიანის დიეტა ქვია, უადვილესია. მჟაუნის და მაწვნის სუპი, წიწიბურა და ლობიო. ხორცი 120 გრ. კვირაში. ოღონდ იქ ადგილზე თუ დაიცავ მაშინ აქვს შედეგი:))”

შესაძლოა მოგეწონოთ