„გთხოვთ ეს განცხადება გაავრცელოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ნახოს!“ – ირინა სარიშვილი

5,241 წაკითხვა

ახტუნგ ახტუნგ! რამოდენიმე წუთის წინ ცხელი ხაზიდან (144) ოფიციალურად მაცნობეს რომ კომენდანტის საათი იხსნება ამაღამ 12 საათიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ საღამოს 9 საათიდან 12–მდე თუ ვინმე იქნება ქუჩაში, ის არღვევს კომენდანტის საათს და შეეფარდება 3 ათასი ლარი ჯარიმა. ღამის 12 საათიდან დარღვევა აღარ არის.

ესენი რო ასტრალიდანაც გავიდნენ და უკვე ბოდავენ, ამაზე აღარ გავარგძელებ საუბარს, მგონი ამათი მომხრეებიც ხვდებიან ამას. ამ განცხადებას ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო რომ ვინმე არ შევიდეს შეცდომაში, დღეს საღამოს 9 საათიდან 12–მდე არ იყოს ქუჩაში და არ გაასქელოს ბიუჯეტად წოდებული ამათი ჯიბეები ბოლო 3 ათასლარიანი ჯარიმებით!

კომენდანტის საათი იხსნება ამაღამ 12 საათზე და არც ერთი წუთით ადრე!

გთხოვთ ეს განცხადება გაავრცელოთ რომ რაც შეიძლება მეტმა ნახოს!

ირინა სარიშვილი

Next Post

„დღეს მე სალოცავ ადგილებსა და ეკლესიებს, აუცილებელ ადგილებად ვაცხადებ“ - დონალდ ტრამპი

პარ მაი 22 , 2020
5,241 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სალოცავი ადგილები აუცილებელ დაწესებულებებად გამოცხადა და მათი დაუყოვნებლივი გახსნა მოითხოვა. „დღეს მე სალოცავ ადგილებსა და ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთებს აუცილებელ ადგილებად ვაცხადებ. ისინი აუცილებელ საქმიანობას ეწევიან. ზოგიერთმა გუბერნატორმა აუცილებელ ადგილად აბორტის კლინიკები და ალკოჰოლის მაღაზიები გამოაცხადა, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს ეკლესიები და სალოცავი ადგილები. ეს არასწორია“, – განაცხადა ტრამპმა ბრიფინგისას. დონალდ ტრამპი გუბერნატორებს მოუწოდებს, რომ […]