„დაუნახავ ხალხზე ვფიქრობდი და ბარემ ხმამაღლა ვიფიქრე..“ – მანჩო გიორგობიანი

1,828 წაკითხვა

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:

„იცით , რა მაინტერესებს, ვთქვათ , არ გინდათ მადლობის თქმა და არ გაძალებთ, ბატონო…
მაგრამ ბიძინას რომ კულტურული მემვიდრეობის ამდენი ძეგლი არ აღედგინა, რეკონსტრუირება–რესტავრაცია არ გაეკეთებინა და ამ ყველაფერში კოლოსალური თანხები არ გაეღო, მაშინ , ვერ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან – ჩვენი ჯიბიდან დასაფინანსებელი იქნებოდა? (გავწვდებოდით ვერ გავწვდებოდით ეს კიდევ სხვა საკითხია) მაგრამ ამას ხომ ვერ უარყოფთ, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯიბეებიდან უნდა გასულიყო კონკრეტულად სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო თანხები, სავარაუდოდ, ვალი უნდა დაგვედო და გვეხადა მთელი ცხოვრება.. თუ არ უნდა გადაგვერჩინა!?
ჰოდა, ამ თანხას რომ არ ვიხდით ჩვენი ოჯახების ბიუჯეტიდან, ამას რატომ არ ვუთვლით ბიძინას პირადად ჩვენთვის ნაჩუქარ ფულად, ეს ამიხსენით რა..?
დაგითვლიათ , რამდენია ძეგლებზე , თეატრებზე, ოპერაზე, სახლ-მუზეუმებზე, სვანეთის კოშკებზე, მუცოზე დახარჯული?.. ყველაზე შემჭიდროვებული ბიუჯეტით რა თანხაა და შემდეგ, ბიძინას გარეშე, თითოეულ ჩვენთანაგანს რამდენი ლარი დაგვიჯდებოდა ჩვენი საგანძურის მიხედვა?!..

p.s. დაუნახავ ხალხზე ვფიქრობდი და ბარემ ხმამაღლა ვიფიქრე… დაფასებას არავინ ითხოვს და დაანახვასაც უჟოშკავენ ზოგიერთები”.

Next Post

თბილისში 3 კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

კვი ივნ 14 , 2020
1,828 წაკითხვათბილისში, სამ უბანში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. გლდანის მე-8 მკრ-ში, ვაზისუბნის მე-3 მკრ-სა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია. როგორ ც“ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები , საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა. მათივე ცნობით, ინციდენტის ადგილებზე მისულმა, „თბილისი-ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის -114 -ის თანამშრომლებმა , ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები […]