„ვეკითხები საქართველოს მთავრობას“ – გიორგი ლაღიძე

1,022 წაკითხვა

კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგილოცოთ 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღე. მინდა პატარა ლირიული გადახვევა გავაკეთო: გასაგებია და მესმის, რომ ქვეყანაში პანდემიაა და მოქმედებს სპეციალური წესები. შესაბამისად, ამით შეიძლება იმის გამართლება, რომ წელს საქართველოს მთავრობამ არ მოაწყო სახალხო ზეიმი, სამხედრო აღლუმი წლებია მათ დაივიწყეს, რად დიდი შეცდომაა. თუმცა, დღეს, სპეციალურად გავიარე რუსთაველის პროსპექტზე და ერთი ეროვნული დროშაც კი არ არის ქუჩაში გამოკიდებული, არც 26 მაისის აღმნიშვნელი ბანერებია, მაშინ როდესაც გუგლის საძიებო სისტემემეც მოგვილოცა ეს დღე. ვეკითხები საქართველოს მთავრობას: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რბილად რომ ვთქვათ, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი თუ პოლიტიკურ უმეცრებასთან გვაქვს საქმე? პატრიოტიზმზე არაფერს ვამბობ.

გიორგი ლაღიძე

Next Post

„ჩვენ დღეს პომიდვრებს გვესროდნენ იმისთვის, რომ ქალს ვიცავთ“ - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი

სამ მაი 26 , 2020
1,022 წაკითხვაჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველის, ანა აბაშიძის განცხადებით, გუშინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, მეზობლებმა ეზოში პომიდვრები ესროლეს. ამის შესახებ მან „ტვ. პირველთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევა ეზოში მოხდა, როცა ჟურნალისტები მასთან ინტერვიუს წერდნენ. „ჩვენ დღეს პომიდვრებს გვესროდნენ იმისთვის, რომ ქალს ვიცავთ და გამვლელები გვლანძღავენ ადვოკატებს. პირდაპირი მნიშვნელობით, პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტს რომ ვეწერებოდით, მეზობლები კორპუსებიდან პომიდვრებს ისვრიან ადვოკატების მიმართ, რომლებიც თავის საქმიანობას […]