ბიზნესმენი, „რუსთავი2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში, მიხეილ სააკაშვილზე წერს, რომლის პროცესიც, მისი თანდასწრებით 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
„საქალაქო სასამართლოში დღეს მიშას პროცესია, სადაც ის სამსჯავროზეა წარდგენილი ათასობით ჩადენილი დანაშაულიდან მხოლოდ ერთი საქმის გამო. ის გამოდის პოლიტიკური განცხადებებით და თავი ისევ აღმაშენებელი ჰგონია. აცხადებს რომ ქვეყანა შექმნა და ბიზნესი ააყვავა.
ქუჩის მეორე მხარეს იყო ჩვენი შრომის შედეგი, საქართველოში ერთერთი საუკეთესო კომპანიის არტის ოფისი და საწყობები. წარმატებული კომპანია, სადაც ასობით ადამიანი მუშაობდა, სწავლობდა და თავს ბედნიერად გრძნობდა , მიშამ ერთი ხელის მოსმით ფერფლად აქცია. იმ ცეცხლს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა: სხვა საქმიანი ადამიანების დაშინება. ვინც ჩვენთან არ არის, იმასაც ისე მოუვა როგორც ქიბარს.
იმ ხალხის საყურადრებოდ ვინც ახლა მიშას იცავს და ჰგონია რომ რაღაც პლიუსები ჰქონდა. მიშა არის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი, მანიაკი, რომელსაც სიყვარულის უნარი არ გააჩნია და დედამიწაზე არავინ არ უყვარს. არც დედა, არც ცოლი არც შვილები.ის ამ უნარშეზღუდულია! ყველა და ყველაფერი რესურსია, რომ ძალაუფლება მოიპოვოს, მუცელი ამოიყოროს ან მასაჟები ჩაიტაროს.
ერთი წუთითაც არ მიფიქრია რომ ის შიმშილობდა. მშვიდობიან პერიოდში როცა არც ომი იყო ახლოს (ჰალსტუხის ამბავი) და არც არავითარი სტრესული გარემო, ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჭამდა ქაღალდის ხელსახოცს. მისმა მეგობრებმა ირონიულად აღნიშნეს, რომ ის ჩვენი იმჟამინდელი პროდუქციის “სელპაკის” დიდი მოყვარული და მომხმარებელი იყო. საკანში ქარალდის არსებობას ალბათ არავინ არ უკრძალავდა. ნორმალური ადამიანები ქაღალდს არ ჭამენ!
წესით ის და კიდევ ბევრი მისი ამფსონი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ისხდნენ ციხეში, მაგრამ ქვეყანა რომ დაწყნარდეს, ხომ შეიძლება შევთანხმდეთ და მიშა გადააშენონ სადმე. ვთქვათ სამხრეთ ამერიკაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი გადასახლდა, იმის გამო, რომ თანამოქალაქეების გვერდით ცხოვრების მორალური უფლება არ ჰქონდათ.
დედაჩემი, მისი სახელის გაგონებაზე დღესაც ცუდად ხდება. სხვისმა დედებმა რა თქვან, როცა მათ შვილები წაართვეს , საპირისპირო აზრის, ხალხში შიშის დათესვის, თუ ნულოვანი ტოლერანტობის გამო.
ის არ იმსახურებს ქართველების გვერდით თავისუფალ ცხოვრებას! ბოდიშს ვიხდი, რომ დადებული პირობა დავარღვიე და პოლიტიკური შინაარსის პოსტი დავწერე. თუმცა ამ პირობის დაცვა შინაგანად ძალიან მიჭირს.
აქვე სურათები მიშა „აღმაშენებლის“ შემოქმედების დასტურად“– წერს ქიბარ ხალვაში და თან უთავს ფოტოებს, როდესაც მისი კომპანია “არტი ჯგუფი”-ს საწყობი დაწვეს და ეს მოხდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.