802 წაკითხვა
გიორგი ლაღიძის პოსტი ფეისბუქში:
ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში უკიდურეს იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს ბადებს ძირითადი ოპოზიციური ძალების მხრიდან არათანამიმდევრული ნაბიჯები, რაც აშკარად დამაზიანებელი ფაქტორია. ჯერ განგაშს ტეხ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდაო, შემდეგ შედიხარ პარლამენტში, ისევ ბოიკოტი, შემდეგ ისევ პარლამენტში დაბრუნება. მოკლედ, რა გინდათ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდით, ნუ აზიანებთ თქვენი ქმედებით ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს. თუ არ გაქვთ ერთი ადგილი ცვლილებების განხორციელების, ისიც თქვით, დაიღალა ხალხი ამდენი იმედგაცრუებით გესმით თუ თავს იყრუებთ და გკიდიათ?