„იყო უკუღმართად გაგებული „მამაკაცური ღირსება“ თითქოს ქალი..“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

1,079 წაკითხვა

„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

„სინამდვილეში რა უაზრობაა და რა უაზრობას ეწირება ხალხი. მახსოვს 90-იანებში ერთ-ერთ ქორწილში ვიყავი – ბერიკონში. ჩემი მაშინდელი ქმარი არ წამოვიდა. პატარძალი თავისი ძმაკაცის ყოფილი შეყვარებული იყო და „არ გაუტეხა“ (ასევე, ქვის ხანის გაგება).

მოკლედ, ითქვა ნეფე პატარძლის, შევარდნაძის და ყველა„საჭირო სადღეგრძელო“ და წამოვიშალეთ. პოლაროიდის ფოტოებს ვიღებდით. მე და პატარძალი ვტინგიცობდით და თავი ერთმა ჩემთვის უცნობმა, მაგრამ ერთობ მშვიდობიანმა ბიჭმა შემოყო კადრში.

გამოვეცნაურე, ვეხუმრებოდით ერთმანეთს – მომეცი სურათიო. სრულიად უწყინარი ხუმრობა – არანაირი „ქვენა“ მოტივი.

დაგვადგა ჩემი ქმრის და ჩემი ახლობელი, თვითონაც სრულიად მშვიდობიანი ბიჭი – სრულიად გროტესკული ვალდებულებით შეპყრობილი – მომხედოს! (21 წლის ვიყავი და უკვე ყველას მე თვითონ მივხედავდი, ვინც იმ სუფრასთან იჯდა – არავის მიხედვა არ მჭირდებოდა, საერთოდ).

ერთადერთი, რაც ამ ადამიანს მოთრევა და ჩარევა აიძულა, იყო უკუღმართად გაგებული „მამაკაცური ღირსება“ თითქოს ქალი, მითუმეტეს მეგობრის ცოლი, ნივთია, სუსტია, დეგენერატია და თავს ვერ მიხედავს, თუ შეაწუხებენ! (თან ზუსტად იცოდა რომ არც სუსტი ვარ, არც დეგენერატი და თუ რამე მომინდა, ნაღდად ვერ გამაკავებდა ვერც ეგ, ვერც მთელი მისი საძმაკაცო – მაგრამ გარემოცვა რას იფიქრებდა, იმაზე, რომ არ ჩაერია როცა ნახა, რომ მეგობრის ცოლი, უცხო ადამიანთან საუბრობს).

მოკლედ, ჩვენი სრულიად უწყინარი ხუმრობა გადაიზარდა ორი ადამიანის კაჩაობაში. ჩემს სიტყვებს აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა – არავის ესმოდა. დაახლოებით 10 წუთში, ნახევარი ქორწილი მეორე ნახევარს აშველებდა – სრულიად გაუგებარი მიზეზით დაწყებული ჩხუბის გამო.

ვერ გაიგებდი ვერაფერს – ტიროდნენ ქალები, ცვიოდა ბოთლები… არავინ იცოდა, რაზე ჩხუბობდნენ – ერთმანეთს აყვნენ.

რაღაც მომენტში, ბერიკონის კიბეებზე, ერთმანეთში აზელილი ბიჭების დიდი გორგალი მოგორავდა.

საბედნიეროდ, არავინ დიდად არ დაზიანებულა – მგონი ერთ მეგობარს დასჭირდა თავის გაკერვა, ბოთლი მოხვდა.

მაგრამ ხომ შეიძლება, რამე მომხდარიყო? რამხელა უაზრობა და უსამართლობაა ხვდებით? რამდენ ასეთ უაზრობაში გავხვეულვართ.

რამდენი უდანაშაულო ადამიანი შეწირვია ამ მავნე უაზრობას. ამიტომაა პრობლემა ქალის მეორეხარისხოვანი როლი როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის.“

Next Post

„დავალეწავ იმ ყუთს თავზე “ქართულ ოცნებას” - ნინო ბურჯანაძე

ორშ ივლ 13 , 2020
1,079 წაკითხვანინო ბურჯანაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს: „ის რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ 2016 წელს, როდესაც მე 700 საჩივრიდან არცერთი არ დამიკმაყოფილა და არცერთი უბანი არ გახსნა, ეს უნდა გამოირიცხოს. იმიტომ რომ… რა თქმა უნდა ჩვენ მაინც მივაღწევთ უბნების გახსნას. მე არ მსიამოვნებს ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ვთქვი რომ – თუ იგივეს გამოიკეთებს „ქართული ოცნება“, რაც 2016 წელს გამიკეთა , დავალეწავ იმ […]