ეკო ფანგანი თიკა კანდელაკის წინააღმდეგ – “შენ ქართველი არ ხარ?!!! ამ პოსტის დაწერას როგორ ბედავ?!”

667 წაკითხვა

თინა კან­დე­ლა­კი ტრა­დი­ცი­უ­ლად კვლავ კრემ­ლის სამ­სა­ხურ­შია და შე­სა­ბა­მი­სად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პუ­ტი­ნის­ტუ­რი პრო­პა­გან­დით გაჟ­ღენ­თილ პოსტს ავ­რცე­ლებს.

ეკა­ტე­რი­ნე ფან­გა­ნმა ფეისბუქში დაწერა:

“შენ ქარ­თვე­ლი არ ხარ?!!! ჩვენც მო­ვი­გო­ნეთ ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც აგ­ვა­ოხ­რა 2008 წელს?! რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვი­ხო­ცა შენ­მა ლი­დერ­მა, 20 პრო­ცენ­ტი ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რომ წაგ­ვარ­თვა, მი­ით­ვი­სა, არ იცი?!

თუ იცი და გსი­ა­მოვ­ნებს, ლა­მის გორ­თან რომ გა­ჭი­მა სა­ზღვა­რი?!! შენ ხომ და­ი­ბა­დე და ხომ ცხოვ­რობ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხომ მუ­შა­ობ­დი აქ, მა­შინ ხალ­ხსაც უყ­ვარ­დი! ახლა რუ­სეთ­ში მუ­შა­ობ, ოჯა­ხი გყავს, ოკ. შენი საქ­მეა, მაგ­რამ რო­გორ ბე­დავ ამ პოს­ტის და­წე­რას?! ეს არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის დამ­ცი­რე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფაა, ეს არა მხო­ლოდ შენი სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტია, არა­მედ სუ­ლის გა­ყიდ­ვაა სა­ტა­ნის­თვის!!!

ქარ­თუ­ლი კარ­გად იცი და წა­ი­კი­თხე ქარ­თუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი და იცო­დე, რომ შენი ერის და შენი ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე ჯა­ლა­თი ხარ! არც ერთი ნორ­მა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი არ გა­პა­ტი­ებს შენს ბინ­ძურ, სა­მარ­ცხვი­ნო პო­ზი­ცი­ას!

ფრაგ­მენ­ტი თინა კან­დე­ლა­კის პოს­ტი­დან:

“რო­დე­საც ხე­დავთ პოსტს სოცქსე­ლებ­ში სი­ტყვე­ბით: “სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­გორ მრცხვე­ნია რუ­სე­თის გამო და მე­ცო­დე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი”, იქვე მო­ძებ­ნე ამ სი­მარ­თლის მოყ­ვა­რუ­ლებ­თან, თუ წე­რენ დონ­ბას­ში, ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებ­ზე, თუ იქ არას­წო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ?”…

ამბები

Next Post

„ახლა რუსებს ოცნებაზე მეტი "ბალეშჩიკი" არ ყავთ“ - გია ხუხაშვილი

შაბ თებ 26 , 2022
667 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: ახლა რუსებს ოცნებაზე მეტი “ბალეშჩიკი” არ ყავთ. მთელი თავისი პოლიტიკურ მომავალი დადეს ფსონად რუსეთის სწრაფ გამარჯვებაზე. ეს პრაგმატულები, ესენი…