„ზოგიერთ პოლიტიკურ სუბიექტს და დაინტერესებულ მხარეს, პროცესში დისონანსის შეტანის მცდელობა აქვს, რაც აღკვეთილ იქნა“

„არჩევნების დასრულებამდე, სულ რაღაც 4 საათი რჩება, რაც გარკვეული ანალიზის საფუძველს იძლევა“ – წერს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში:

„მისასალმებელია, რომ ამომრჩეველთა აქტივობა კვლავ მაღალია, სრულად არის დაცული კოვიდ რეგულაციები. კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, იყო მცირე პროცედური დარღვევები, რომელიც საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენს. ზოგიერთ პოლიტიკურ სუბიექტს და დაინტერესებულ მხარეს, პროცესში დისონანსის შეტანის მცდელობა აქვს, რაც აღკვეთილ იქნა, მოვუწოდებ თითოეულ მხარეს თავი შეიკავონ პროცესის დისკრედიტაციისგან, მშვიდი საარჩევნო გარემო ყველას ინტერესში შედის. აღსანიშნავია საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებები, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტის სრული დაცვით მიმდინარეიბს“.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…