„სრულიად აცდენილია რეალობას ფინანსთა სამინისტრო“ – რომან გოცირიძე

2,026 წაკითხვა

ეროვნულმა ბანკმა 33 მილიონი დოლარი გაყიდა, 96 მილიონი ლარი ამოიღო მიმოქცევიდან და ლარის გაუფასურების პროცესი შეაჩერა.

მაშინ, როცა ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ლარის ამოღებას ეწევა ერთი ხელი, მეორე ხელით კომერციული ბანკებისათვის გაცემულ რეფინანსირების სესხებს არ ამცირებს. დღესაც ისევ 1,45 მილიარდი ლარი გაასესხა.

სრულიად აცდენილია რეალობას ფინანსთა სამინისტრო. გასული კვირის განმავლობაში 200 მილიონი ლარი ასესხა კომერციულ ბანკებს ბიუჯეტიდან. ეს ხდებოდა იმ დღეებში, როცა სავლუტო ბაზარზე პანიკა იყო და ლარი ყოველდღიურად უფასურდებოდა.

თუ ერთდროულად არ იმოქმედა ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ, ინტერვენციების შედეგები მხოლოდ დროებითი იქნება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ეს იყო სწორი, ოღონდ ძალიან დაგვიანებული. რეზერვები წმინდა ძროხა არ არის, რომ ხელი არ ახლო. ის იმისთვის არსებობს, რომ მსგავს ვითარებაში გამოიყენო.

რომან გოცირიძე

Next Post

„ლარმა დაიწყო გამყარება ბოლო ორი დღეა და ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება“

კვი აგვ 4 , 2019
2,026 წაკითხვაჩვენი პროგნოზები და ფინანსური ინსტიტუტების ანალიზი, რომ სამწუხაროდ, საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, სამწუხაროდ, გამართლდა, ვინაიდან ანალიზმა აჩვენა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბეშუმში, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ლარმა გამყარება დაიწყო და ეროვნულ ბანკს მისი ჯანსაღი პარამეტრების შენარჩუნებისთვის ყველა ინსტრუმენტი გააჩნია. „ლარმა დაიწყო […]