1,268 წაკითხვა
მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ. “კურიერის” ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფი მას შემდეგ ჩაერთო, რაც ორი დღის წინ გაუჩინარებული ქალის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით 112-ში დაკარგულის მეგობარმა დარეკა.
ასევე „კურიერმა “გაარკვია, რომ მტკვარში სამძებრო ღონისძიებები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე 31 წლის ქალის ავტომობილი ნახეს. როგორც ცნობილია, დაკარგული ახალგაზრდა ქალი ვანიდან საკუთარი ავტომობილით წამოვიდა. ავტომანქანაში კი გამოსამშვიდობებელი წერილი იდო.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რუსთავი 2