„ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით ამდენი ამბავი რა საჭირო იყო!“ – პედაგოგი ლია ჩხენკელი

1,615 წაკითხვა

პედაგოგი ლია ჩხენკელი სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ კომენტარებში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით წერს:

„ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”-წერს ლია ჩხენკელი!

მისმა კომენტარმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და  წერენ, რომ მსგავსი პედაგოგები ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

საზოგადეობის ნაწილი ჩხენკელის პირად გვერდზეც უწერს შემდეგი სახის კომენტარებს:

„პროფილი რატომ წაშალე შე ნაგავო?! გეგონა სხვაგან ვერ მოგძებნიდა ქართველი ხალხი?! მეგობრებთან გადაღებულ სურათებზეც დაგიკომენტარებთ და გავაგებინებთ შენს მეგობრებს, რა ნეხვის გვერდით უტარებიათ მათი ძვირფასი დრო.

„დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ლია ჩხენკელი არ არის ამ ეტაპზე პედაგოგი, და არ უქმნის საფრთხეს მომავალ თაობას“.

„სულ უნდა გაყურებინოს კაცმა გიორგის და მისი გამწარებული ოჯახის სურათებს“, – უწერენ კომენტარებში ლია ჩხენკელს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პრაიმ ტაიმი

Next Post

„გია ბარამიძეს არ აქვს ის ბეგრაუნდი, რომ ასეთი რადიკალური განცხადებები აკეთოს“ - თაკო ჩარკვიანი

ორშ ივლ 13 , 2020
1,615 წაკითხვა„ბევრი არ ემხრობა იდეას, რომ ცალკე გავიდნენ, ამიტომ ვაცალოთ. თავად მიხეილ სააკაშვილიც მომხრეა, რომ შენარჩუნდეს ეს ფორმატი „ძალა ერთობაშია“ და ბლოკით გამოვიდეთ არჩევნებზე“ ამბობს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თაკო ჩარკვიანი, მისი თქმით: „ვადროვოთ. თუ თვითონ მოინდომებენ, რომ უნდათ გასვლა, ვინ გადაუდგება წინა?! ვერავინ. თუ რამეს ვერ დააბრალებ ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილს, მას ამას ვერ დააბრალებ. მე არ მაქვს შორიდან ინფორმაცია. […]