„ხშირია მარტოხელა დედების მხრიდან ბავშვებით „ვაჭრობის“ შემთხვევები საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად“

1,096 წაკითხვა

პარტია “სამართლიანობისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თემო მურვანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„ბავშვთა უფლებები არის საკმაოდ სერიოზული და რთული თემა, საუბარიც კი ზედმეტია იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქიკისთვის ნორმალურ აღზრდას და სხვადასხვა რისკების მინიმიზებას ადრეულ ასაკში, რადგან უკვე ზრდასრულ ასაკში გამოვლენილ პრობლემათა დიდ უმრავლესობას საფუძველი სწორედ ბავშვობისდროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმებიდან ეყრება.

დღეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ქალთა უფლებებს, მათ დაცვას და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, თუმცა არავინ აქცევს ყურადღებას საკმაოდ მრავალრიცხოვან შემთხვევებს, როდესაც დედები უხეშად და რეგულარულად არღვევენ მამების და ამავე დროს ბავშვთა უფლებებს.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ჩემი პირადი ინიციატივით დავიწყეთ ბავშვთა უფლებების კოდექსზე მუშაობა, რასაც გარკვეულწილად ჩემი პირადი და ჩემს ირგვლივ არსებული რეალური გამოცდილება ედო საფუძვლად რადგან კარგად მესმის, რომ ნებისმიერი დედისათვის, ნებისმიერი მამისათვის პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს საკუთარი შვილების ჯანსაღი აღზრდა და ყველა სხვა ინტერესი აქ მეორეხარისხოვანია.

საკმაოდ ხშირია მარტოხელა დედების მხრიდან ბავშვებით „ვაჭრობის“ შემთხვევები საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად, მე კარგად ვიცი სტატისტიკა ამ მხრივ და ისიც ფაქტია, რომ ბევრი ქალის უფლება ირღვევა, მაგრამ ყველას „ერთ ქვაბში მოხარშვა“ არ შეიძლება, ყველა მამა ნაძირალა არაა და უფლებადამცველებს და ჟურნალისტებს მოვუწოდებ, მეტი დრო დაუთმონ ამ თემებს, მეტად გააშუქონ, რადგან ძალიან ხშირად, წლების განმალობაში უფლებაშელახული მამები სათქმელსაც კი ვერ ამბობენ გასაგები მიზეზების გამო.

Next Post

ვლადიმერ პუტინის ახალი ინიციატივა

ოთხ ნოე 6 , 2019
1,096 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ვიკიპედიის“ უფრო „სანდო“ ვერსიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. უცხოური მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსული ენის მომავალზეც ისაუბრა. „რაც შეეხება „ვიკიპედიას“… უმჯობესია, ის ჩავანაცვლოთ ახალი დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ფორმით…ეს იქნება სანდო ინფორმაცია, წარმოდგენილი კარგი, თანამედროვე გზით”, – განაცხადა პუტინმა. სექტემბერში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, რუსეთის მთავრობა დაახლოებით 1,7 მილიარდი რუბლის […]