ვლადიმერ პუტინის ახალი ინიციატივა

1,306 წაკითხვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ვიკიპედიის“ უფრო „სანდო“ ვერსიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

უცხოური მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსული ენის მომავალზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება „ვიკიპედიას“… უმჯობესია, ის ჩავანაცვლოთ ახალი დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ფორმით…ეს იქნება სანდო ინფორმაცია, წარმოდგენილი კარგი, თანამედროვე გზით”, – განაცხადა პუტინმა.

სექტემბერში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, რუსეთის მთავრობა დაახლოებით 1,7 მილიარდი რუბლის დახარჯვას გეგმავს, რათა უახლოეს წლებში „ვიკიპედიის“ მსგავსი რუსული ონლაინ ენციკლოპედია შექმნას.

ცნობისთვის, რუსეთი ასევე აპირებს შექმნას დამოუკიდებელი რუსული დომენის სისტემა 2021 წლისთვის.

ipn

Next Post

მამაკაცების გაჯანსაღების ცენტრი

ოთხ ნოე 6 , 2019
1,306 წაკითხვა                                             მამაკაცების გაჯანსაღების ცენტრი გთავაზობთ: . სქესობრივი უძლურების დაძლევას (პოტენციის აწევა). . შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციათა მოწესრიგებას. . პროსტატის ჯირკვლის ზრდის შეჩერებას,უკუსვლას,ნორმალიზებას. . ადენომის(ავთვისებიანზეც.ნაოპერაციებ პაციენტებშიც). . შარდის შეკავება-შეუკავებლობის ,უნებლიე შარდვის(ენურეზი)მოწესრიგებას. . წვა,ქავილი,ტკივილის აღმოფხვრას. . შარდის ნაკადის სისუსტის და გაორებული […]

შესაძლოა მოგეწონოთ