„ეს არის საქართველოს მოსახლეობის პასუხი, სანაცეთს“ – დიმიტრი სამხარაძე

პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” წევრი, პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ეს არის საქართველოს მოსახლეობის პასუხი, სანაცეთს❗️
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის N1 სატკივარი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაა, ეს ნაცებმა კარგად იციან და აქციას ანტისაოკუპაციო სახელიც იმიტომ დაარქვეს რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოტყუებით მიეყვანათ ნაცურ შეკრებაზე! თუმცა, საწინააღმდეგო სურათი მიიღეს.

დავიჯერო დაავიწყდათ ვინ იყო ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ხელშემწყობი? შესაძლებელია ნაცებს დაავიწყდათ, მაგრამ ქართველ ხალხს ყველაფერი ახსოვს და ამის მთავარი მტკიცებულება არის ის, რომ რუსთაველზე მხოლოდ 200 ნაციონალი დაბოდიალობს, თავისი ოჯახის წევრებით ❗️
მადლობა, ვითარების სწორად შემფასებელ საქართველოს ყველა ღირსეულ მოქალაქეს❗️
რაც შეეხება იმ გამოუცდელ ახალგაზრდებს (არა 40-65 წლის სტუდენტებს), რომლებიც ავანტიურისტების ტყვეობაში არიან, მივმართავ: იცით დღეს რა მოხდა? ჩვენი ქვეყნის მთავარი გულის ტკივილი, ქვეყნის ოკუპაცია, ნაცებმა გააბითურეს, სატყუარად და პიარ კამპანიის ნაწილად აქციეს. კიდევ გაქვთ შანსი მოცილდეთ ჩვენი ქვეყნის თანაოკუპანტებს, კარგად ვიცი, სხვადასხვა ჩატებში და ჯგუფებში, როგორ გირეცხავენ ტვინს! დაფიქრდით ❗️ხვალ დაგაგვიანდებათ და მომავალში დიდი შანსია, მარადმწვანე ახალგაზრდა ბავშვი, გაგარინ მაქარაშვილი გახდეთ 

P.S. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, ვინ აკეთებს რუსულ საქმეს ❗️ გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი აქციის ორგანიზება მოხდა ოპოზიციური პარტიების 99 %-ის მიერ.” – წერს სამხარაძე

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *