მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს

1,018 წაკითხვა

„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო
მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის
გამარჯვებით დასრულდა.“- ამის შესახებ განცხადებას მაკა ასათიანი ავრცელებს.

„ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა აღმოჩნდა მაგალითი, ადამინის უფლებების გამარჯვებისა უსამართლობაზე, ღირსების ზეობის უმორალობაზე.

ჩემთვის ამ ხანგრძლივი ბრძოლის ამოსავალი გახლდათ, არა ბიზნეს და ფინანსური ინტერესები, არამედ მამაჩემის – კახი ასათიანის სახელისა და მისი ღირსების დაცვა.

წლების განმავლობაში ჩემი ოჯახი კანონის ძალით ებრძოდა უკანონობას, რომელიც
თავს მოგვახვია წინა ხელისუფლებამ. სცენარი ბანალური იყო – ჩვენი ოჯახი „დაისაჯა“ ნაციონალური მოძრაობის დაუმორჩილებლობისთვის.

ჩემი დასაბუთებული ვარაუდით, რაც შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა, „ოსტატურად“ შეიკერა საქმე, რომელშიც მონაწილეობდნენ წინა ხელისუფლების
მარიონეტები, ხელოვნურად შექმნილი მოდავე მხარე და მათივე საინფორმაციო
საშუალებები.

ამ პროცესში უგულებელყოფილი იყო არამარტო ადამიანებისა და ბიზნეს ინტერესები, არამედ ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, „დაიმლერ ბენცის“ (AG) სათავო ოფისი აღშფოთებით ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს.

ამ დიდ, უსამართლო მანქანას ჩემი ოჯახი წლები ებრძოდა უცვლელი პრინციპით, ღირებულებებით და რწმენით, რომ სამართალი და სამართლიანობა აუცილებლად დაამარცხებს ძალადობას და ტერორს.

ასეც მოხდა. 12 წლის თავზე, ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ ადამიანის
უფლებების, ბიზნესის თავისუფლების და ლიბერალური ღირებულებებისთვის
ბრძოლაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის არის კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენისა და პროფესიონალიზმის დასტური.”– ნათქვამია მაკა ასათიანის განცხადებაში.

Next Post

„თავს ნუ შეიწუხებთ ბატონო ვანო - ხალხმა ნახა, რასაც ნიშნავს სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-ბოკერიას მმართველობა“

ხუთ ივლ 2 , 2020
1,018 წაკითხვასააკაშვილის რეჟიმის საყრდენი და ქვეყანაში სიკვდილის ბრიგადებთან ასოცირებული ყოფილი შს მინისტრი და ექს პრემიერი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “ამ ხელისუფლებას პენსიაში გავუშვებთ და ქვეყანას ნათელ მომავალს მივცემთ!” და ამ გზით ცდილობს მხარდამჭერთა მობილიზებას. ტყუილი დაპირებებით თავს ნუ შეიწუხებთ, ბ-ნო ვანო, რადგან ის “ნათელი” მომავალი, რომელიც თქვენს სურვილებშია, აღარ დადგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართველმა ხალხმა კარგად ნახა, […]

შესაძლოა მოგეწონოთ