„ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამხელა მავნებლობაზეა წამსვლელი ქართული ოპოზიციის ეს ნაწილი“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს:

„ძალიან სამარცხვინოა ამ მკვდრადშობილი რეზოლუციის ამბავი.
საგანგაშო სიბრიყვე იყო არალეგიტიმური საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან.
– ეს ხდებოდა არალეგიტიმურ პარლამენტში, სადაც სიტყვის გამტეხი ოპოზიციური პარტიები, შევიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ შესრულებულიყო შეთანხმება, რომელიც აღარ არსებობს.
– ეს ხდებოდა ქართული ოცნების იმედად, რომ ადეკვატურ ტექსტს მოიღებდა მაშინ, როდესაც ამ რეზოლუციის ერთერთ ინიციატორ პარტიას, რეჟიმი პუტინის მონად ყავს მონათლული, რომელიც მესამე პრეზიდენტს წამებით კლავს.
მთავარი ის კი არ არის, რაც დღეს მოხდა. ურუსეთო რეზოლუციას რა უშავს – ივანიშვილის რეჟიმი სხვას რას იზამდა?
მთავარი პრობლემა ოპოზიციაშია!
ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამხელა მავნებლობაზეა წამსვლელი ქართული ოპოზიციის ეს ნაწილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ორდღიანი ნიუსი შექმნან და ეთერში გამოჩნდნენ.
ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის მთავარი შედეგი კი არ არის, მთავარია პროცესის სიმულაცია და ტივტივის გაგრძელება!
ამ ხალხს ივანიშვილის რეჟიმი ყავს დასამარცხებელი, აი ამ ოპოზიციას.
რეჟიმი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ფინანსური უპირატესობა, რეჟიმი, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი და საპატრიარქო.
პ.ს. ის სივრცე უნდა გაფართოვდეს, სადაც ესეთები არ იქნებიან“. – წერს ჩერგოლეიშვილი

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…