„ქართველი ერი ასე რამ შეგაჯავრა?!” – შალვა ნათელაშვილი ეკა კვესიტაძეს

775 წაკითხვა

„ახლა მთავარზე ვუსმენ ეკა კვესიტაძეს ექსპერტებითურთ, რომლებიც იმპერატიულად აცხადებენ, რომ თურმე ვინც თურქეთზე ან ალიევ–აზერბაიჯანზე იტყვის რომ მათ ტაო–კლარჯეთი ან დავით გარეჯი წაგვართვეს რუსეთის აგენტია. ეკა ვიცი,რომ ქართველთმოძულე თურქი ბარანის და მისი მეუღლის მეთიუ ბრაიზას ახლობელი ხარ, მაგრამ რამ შეგაჯავრა შენი ერი ამგვარად. – ასე მიმართავს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს.
„დიახ თურქეთიც და ალიევიც ისეთივე ოკუპანტებია ჩვენთვის, როგორც რუსეთი და სამივე ეშმაკს წაუღია ამგვარად მოაზროვნეებთან ერთად თუ ჩვენი სისხლის წოვას გააგრძელებენ. ისე განსაკუთრებით ბოლო დღეებია ე.წ ლიბერალურ მასმედიაში რაღაც საეჭვო პრო–თურქული კინტაურის ცეკვაა ამტყდარი.

ხომ არავის გონია, რომ ახლა ნატოს მაგივრად საქართველოს —–ახალ თურქულ, ირანულ, რუსულ, აზერულ, სომხურ ერდოღანისგან დაანონსებულ ექვსეულში შეიყვანენ? მანამ არაფერი გეტკინოთ. ამას ქართველი ერი იმედია არ დაუშვებს,“ – წერს შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქში“.

Next Post

„ტელევიზიები თითს მიქნევდნენ, რომ ე-მანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო..“ - თეა წულუკიანი

ორშ ივნ 21 , 2021
775 წაკითხვაკულტურის მინისტრმა  უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ეხება რუსთაველის თეატრის დასის საგასტროლო ვიზიტს მოსკოვში. თეა წულუკიანის თქმით, ის არ ერევა თეატრების შემოქმედებაში და მათ აქვთ თავისუფლება. „იყვნენ ტელევიზიები, როდესაც კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, შესაბამისად გეტყვით, რომ „ემანდ“ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, თუ […]