როგორ მოვიძიოთ ფინანსები გაუთვალისწინებელი დანახარჯებისთვის?

დღეს აუცილებელი, თუმცა, გაუთვალისწინებელი ფინანსური რესურსების მოძიება სხვადასხვა გზებით შეგვიძლია. მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ საშუალებას კი ფინანსური ორგანიზაციიდან სესხის მიღება წარმოადგენს. სესხები გაიცემა განსხვავებული მიზობრიობითა და პირობებით, ხოლო სანამ სესხის აღებას გადავწყვეტთ, აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, ვის და როდის მივმართოთ მის მისაღებად.

რა არის და როგორ მივიღოთ სესხი?

სესხი ესაა ვალი, რომელსაც ფინანსური ორგანიზაციებისგან (ბანკი, მიკროსაფინანსო და სხვ.) ვიღებთ, წინასწარგანსაზღვრული და ჩვენთვის სასურველი მიზნით. ნებისმიერ სესხს თავისი გადახდის პირობები აქვს, მაგალითად: გრაფიკი, ხანგრძლივობა და სხვა, მახასიათებლები, რომელზეც სესხის მიმღები და მსესხებელი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აფორმებს ხელშეკრულებას. მას შემდეგ, რაც სესხის მიმღები პირი დათანხმება პირობებს, მას უჩნდება გადახდის ვალდებულება.

 

სესხის ტიპები:

  • მიკრო სესხი
  • იპოთეკური სესხი
  • სამეწარმეო სესხი
  • ბიზნეს სესხები
  • ავტო სესხი
  • სამომხმარებლო სესხი და სხვ.

 

რა არის მიკრო სესხი?

მიკრო სესხი წარმოადგენს მცირე მოცულობის სესხს, სტანდარტულ სესხებთან შედარებით. სესხის სიმარტივიდან გამომდინარე, მისი გაცემა ხდება გამარტივებული პირობებით. ის, ასევე, მოკლევადიანი პერიოდით ხასიათდება. მიკრო სესხის მისაღებად რამდენიმე წუთი და რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა აუცილებელია.

იმისათვის, რომ მიკრო სესხი მიიღოთ უნდა მიმართოთ ბანკის ფილიალს და გააკეთოთ განაცხადი ან გამოიყენოთ ბანკის ონლაინ პლატფორმა. მიკრო სესხის აღება განსაკუთრებით ხელსაყრელი მაშინაა, როდესაც მოულოდნელად, გაუთალისწინებელი ხარსჯის გამო, ფული გჭირდებათ.

 

რას გულისხმობს ბიზნეს სესხები?

ადამიანებისთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად, დასაწყებად ან კიდევ არსებულ ბიზნესში ფინანსური ვალდებულების გადასახდელად ეძებენ დამატებით ფულს, ბიზნეს სესხები იდეალური საშუალებაა. ბიზნეს სესხები ორ კატეგორიად იყოფა:

  • არაუზრუნველყოფილი
  • უზრუნველყოფილი

უზრუნველყოფილ სესხის მისაღებად აუცილებელია უზრუნველყოფა ისეთი ტიპის ქონებით, როგორებიცაა:

  • კომერციული ფართი
  • მიწა
  • მანქანა-დანადგარები
  • უძრავ-მოძრავი ქონება და სხვ.

აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ უზრუნველყოფის პირობებში, უფრო მაღალია სესხით გაცემული თანხა და შესაბამისად, პირობებიც განსხვავებულია.

თუ გსურთ, მიიღოთ მიკრო ან ბიზნეს სესხები, მიმართეთ ლიბერთი ბანკის ფილიალებს ან ესტუმრეთ საიტს: www.libertybank.ge

 

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *