კახა კალაძე: ტყუილია, თითქოს სააპელაციო სასამართლომ გლდანის რაიონში მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა უკანონოდ ცნო

202 წაკითხვა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის მესამე მიკრორაიონის მიმდებარედ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისთვის მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოს მშენებლობა უკანონოდ არ უცნია, არამედ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილების მიღება.

„ტყუილია ეს ფაქტი და ვინც ეს განაცხადა, რეალობას აცდენილია. მე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, მსიამოვნებს, რომ ოპოზიციაში ასეთი ადამიანები გვყავს, კონკრეტულად ის, ვინც აღნიშნული ბრიფინგი ჩაატარა. ის ელემენტარულად ვერ არჩევს იმას, რომ სასამართლომ განხილვამდე დროებით შეაჩერა ეს გადაწყვეტილება. თითქოს თემა განიხილა უკვე სააპელაციომ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ასე აჩვენებენ ხალხს და ასე უნდათ მიიტანონ ეს ყველაფერი საზოგადოებამდე, მაგრამ ეს ტყუილია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მსგავსი მავნებლობა, როდესაც ეწინააღმდეგებიან ისეთ პროექტებს, რომლებიც დაუსრულებელი მშენებლობებისგან დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ეხება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა შესაძლებელია, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს მავნებლობაა. გაუბედურებული ადამიანები 30 წელია საცხოვრებელ ფართებს ელოდებიან. „ნაცმოს“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებია. ჩვენ კი გავაკეთეთ ის, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული 12 000-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ.

დღესაც, რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართები დავუკანონეთ, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. ასევე, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს ბინებს გადავცემთ. დაახლოებით, 800-მდე ოჯახი დაგვრჩა. მავნებლობაა, როცა ასეთ პროექტს ეწინააღმდეგებიან. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სულისკვეთება და მათი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Next Post

ელისაშვილი: ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იურიდიულად შეუძლებელია

პარ თებ 16 , 2024
202 წაკითხვაექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იურიდიულად შეუძლებელია – ამბობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ამგვარად ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვონ და 1-ელ მარტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცენ. „არ ვიცი, ვინ აჯერებს სააკაშვილს, რომ მისი შეწყალება შეუძლია სალომე ზურაბიშვილს. ვინც ამაში არწმუნებს, ის არის მისი მტერი იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს სააკაშვილს. შეწყალება მარტო დამდგარ […]