„გუშინდელ ყიყინში იმის თქმას ვცდილობდი, რომ..“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

1,686 წაკითხვა

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გუშინდელ ყიყინში იმის თქმას ვცდილობდი, რომ თუ გვინდა წინ წავიდეთ, ძირითად საკითხებზე ისე უნდა შევთანხმდეთ, რომ გამონაკლისები წესს ადასტურებდნენ.
თუ ასეთი შეთანხმებები იარსებებს, ექსტრემისტების და კატაკლიზმების მიმართ, ბევრად იმუნურები ვიქნებით.
ამის მაგალითი ტრამპი და ამერიკული დემოკრატიაა. ბუნებრივია, ცალკე აღებულ პოლიტიკურ ელიტას, ეს არ შეუძლია.
განათლების სისტემაც უნდა გაყვეს – ოღონდ განათლების სისტემაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგად ვითარდება ან კარგი, ან ცუდი მიმართულებით.
აი კახას აქვს კარგად ჩამოყალიბებული ჩარჩო – რას უნდა აძლევდეს სკოლა მოქალაქეს. • გესმოდეს, რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება.
• შეგეძლოს რაოდენობრივი აზროვნება. • გააგებინო სხვა ადამიანებს შენი აზრი ზეპირად და წერილობით.
• გამოიყენო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ახალი ცოდნის შესაძენად.• მიიღო ეთიკური გადაწყვეტილება მორალური ღირებულებების საფუძველზე.
• აღიარებდე საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყო ტოლერანტული.• შეგეძლოს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.” – წერს ჩერგოლეიშვილი.

Next Post

94 წლის უსახლკარო მარგარიტა ბებოს კახა კალაძემ სახლი აჩუქა

ოთხ იან 27 , 2021
1,686 წაკითხვა94 წლის მარგარტია ქაჯაიას, რომელიც ოჯახის 4 წევრის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩა და ათეული წელი 20 კვადრატულაში ცხოვრობდა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სახლი აჩუქა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დედაქალაქიის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი წერს. „94 წლის მარგარიტა ქაჯაიას უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა თბილისის მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა მაინც საკუთარი თვალით წაიკითხა. მარგარიტა ბებოს […]