„კი, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!“ – ნოდარ მელაძე ნიკა მელიას

883 წაკითხვა

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს:

Nika Melia – “ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ” –
ამბობს ნიკა მელია ფბ ლაივში და ტვ პირველს კიცხავს.
კი, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!
საინტერესოა ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლზე? მედია აშუქებს ამბავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გაშუქება მედიის მოვალეობაა, ჟურნალისტების მოტყუება ცუდია.
მედია, როდის, ვის და რა კითხვას დაუსვამს ეს ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მედია როდის და რა თემას გააშუქებს ამასაც ჟურნალისტები წყვეტენ.
მედიის კონტროლის განზრახვას ცენზურა ქვია. ცენზურა – ცუდია, თავისუფალი მედია – კარგი.
მედია სარკეა, ასახავს რეალობას და აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს, თუ სარკეში თავი არ მოგწონთ სარკის ბრალი არ არის. ის გაჩვენებთ ისეთებს, როგორებიც ხართ, ასეა ტელევიზიაც აირეკლავს რეალობას რომელიც ჩვენს გარშემო ხდება.
ჯამი ჭურჭელია , თეთრი თეთრი, შავი შავი. კითხვა პასუხს მოითხოვს, უპასუხო კითხვა გაქცევას ნიშნავს.
თავისუფალი მედია თავისუფალია ყველასგან, კრიტიკული მედია კრიტიკულია ყველას მიმართ.
ვალდებულებები ამძიმეს, თავისუფლება ათავისუფლებს!

Next Post

„აზოვის“ პოლკის ჯარისკაცებმა „აზოვსტალის“ ბუნკერებში დამალული ბავშვების ვიდეო გაავრცელეს(ვიდეო)

შაბ აპრ 23 , 2022
883 წაკითხვა„აზოვის“ პოლკის მებრძოლებმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც „აზოვსტალის“ ბუნკერებში დამალული ბავშვები და ქალები ჩანან, – Ukrinform-ის ინფორმაციით, ვიდეო საჰაერო სარდლობა “დასავლეთის” „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. „სახლებში გვინდა დაბრუნება, გვინდა ცოცხლები დავბრუნდეთ, ახლობლები ვნახოთ. 27 თებერვლიდან დედასთან და ბებიასთან ერთად სახლი დავტოვეთ. იმ დროიდან არ გვინახავს მზე, ცა. ძალიან გვინდა აქედან გასვლა, უსაფრთხო ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე,“-აცხადებენ ბავშვები სამხედროებთან საუბარში. „ვიმყოფებით „აზოვსტალის“ კომბინატში, […]