ელისაშვილი: ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იურიდიულად შეუძლებელია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იურიდიულად შეუძლებელია – ამბობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ამგვარად ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვონ და 1-ელ მარტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცენ.

„არ ვიცი, ვინ აჯერებს სააკაშვილს, რომ მისი შეწყალება შეუძლია სალომე ზურაბიშვილს. ვინც ამაში არწმუნებს, ის არის მისი მტერი იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს სააკაშვილს. შეწყალება მარტო დამდგარ განაჩენზე ხდება. სააკაშვილს აქვს ერთი დამდგარი განაჩენი და ორი მიმდინარე ბრალი, რომლებზეც განაჩენი არ დამდგარა. შესაბამისად, თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს, გამოვა თუ არა ოთახიდან, იქვე მოკიდებენ ხელს და შეაბრუნებენ ახალი განაჩენის დადგომამდე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *