სააკაშვილის მორიგი გზავნილი – ამომრჩეველს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს, ივანიშვილი ან სააკაშვილი

1,382 წაკითხვა

საპარლამენტო არჩევნების გეგმებზე მიხეილ სააკაშვილი ისევ უკრაინიდან საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნულ უპირატესობაში დარწმუნებული ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ არ სჯერა პოლიტიკური პარტიების, როგორც თვითონ უწოდებს პარტიუკების, პოლიტიკანების, ვიწრო გაგებით პოლიტიკოსების და მათთან ერთად ვერც კოალიციურ მომავალს ხედავს.

საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის – ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში ყოფილმა თანაგუნდელებმა ეს გზავნილი ამოიკითხეს.

სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ სააკაშვილის განცხადებების მიღმა მისი მთავარი სურვილი – ძალაუფლებისა და ერთპარტიული მმართველობის დაბრუნება დგას.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ წარსულზე ორიენტირებულია და ყოფილი პრეზიდენტი პრობლემა უკვე თავად ოპოზიციისთვისაც გახდა.

rustavi2

Next Post

ტრაგედია დაბადების დღეზე - 22 წლის გოგონა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს

სამ სექ 22 , 2020
1,382 წაკითხვაგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში 22 წლის გოგონა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. dianews.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგონას სავარაუდოდ გულმა დაარტყა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. როგორც სოფელში ამბობენ, 22 წლის ახალგაზრდა საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ,,გარდაცვლილი ფლავში გათხოვილი იყო. საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო ოჯახის შვილი, არანაირი პრობლემა ოჯახში არ ჰქონია, […]

შესაძლოა მოგეწონოთ