შარდის ანალიზიდან უმაღლეს პოლიტიკამდე – მამუკა გიორგაძის რჩევები კახა კალაძეს

850 წაკითხვა

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე, კახა კალაძის ინიციატივას ნარკოტესტის გავლასთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ შარდის ანალიზის გარდა, წინასაარჩევნოდ, კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაწყვეტი, რაც მისცემს ამომრჩეველს იმის საშუალებას, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს:

„მივესალმებით და მხარს ვუჭერთ კახა კალაძის ინიციატივას და ვთვლით, რომ ნარკოტესტის გავლა თითოეული კანდიდატის ვალდებულებაა. იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ შარდის ანალიზიდან ცოტა მაღალ პოლიტიკურ სიმაღლეზე ავა და მოუწოდებს საკუთარ კანდიდატებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, გაიარონ ლუსტრაციის, ასევე ქონებრივი დეკლარაციის და განათლების დოკუმენტის ექსპერტიზა. „სახალხო პარტია“, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას და მიმართავს შესაბამის უწყებებს, რომ ჩაატაროს პირადად ჩემზეც აღნიშნული შემოწმება“, – აცხადებს მამუკა გიორგაძე.

Next Post

„ამ ყველაფრისგან ისევე შორს ხართ, როგორც ნაცების საოცნებო სიზმრის ახდენისგან..“ - დავით ჩიხელიძე

ხუთ სექ 9 , 2021
850 წაკითხვა„ჩინური მიშა“ ისევ გამოჩნდა – ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში შეიჭრა, მერე რა, რომ კანონდარღვევით – საშვისა და პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე, მთავარია, ამას „კანონიერების“ სახელით აკეთებს, მიზანი ამართლებს საშუალებას, მით უფრო ნაცი პარლამენტარების შემთხვევაში.“- ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმზღვანელი დავით ჩიხელიძე აკეთებს. “ცილისწამება, მუქარის ტონი – ნაცების ტიპიური არსენალი საზოგადოებას დიდი ხანია აღარ უკვირს – არ […]

შესაძლოა მოგეწონოთ