„სააკაშვილს მიაჩნია, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს“ – გია ხუხაშვილი

1,725 წაკითხვა

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას დახმარებას სთავაობს. ექსპერტი გია ხუხაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ: 

„ახლა ხელისუფლება ზის და ფიქრობს, თავისი კრეატიული ჯგუფი – შალვა რამიშვილი და ვიღაცები დასმული ჰყავს და ფიქრობენ,  ენაკვიმატიანად როგორ უპასუხონ სააკაშვილს. ცდილობენ, რომ მაქსიმალურად კრეატიული პასუხი გასცენ. პასუხი რომ ნეგატიური ქნება, ამას მე მგონი ბევრი მსჯელობა არ სჭირდება და ეს ყველასთვის გასაგებია. ეს არის კლასიკური „ნაც-ქოცური“ პინგ-პონგის კლასიკური გაგება, ის თუ როგორ ეჯიბრება ერთმანეთს ორი მესია ქვეყნის მშენებლობასა და გადარჩენაში. სინამდვილეში კი ორივე ფსევდო მესიაა. შალვა რამიშვილი პირობითად ვთქვი, თორემ შალვა რამიშვილი სულ არ არის საინტერესო. ეს მაგალითისთვის მოგიყვანეთ, მაგრამ ფიქრობენ, როგორ შეფუთონ უარი. სააკაშვილს მიაჩნია, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს. გასაგებია, რომ ხელისუფლება უარყოფითად უპასუხებს, მაგრამ რაღაც მარცვალს ჩააგდებს ადამიანებში, რომ აი ვთავაზობ დახმარებას, მაგრამ ესენი უარს ამბობენ, იმის მიუხედავად, რომ თვითონ არაფერი არ შეუძლიათ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, აქედან ბიძინა და იქიდან მიშა“-აცხადებს გია ხუხაშვილი.

Next Post

„კოლიბრი არის მიშა და ნიანგი არის ბიძინა - მათ ერთმანეთი სჭირდებათ“ - გია ხუხაშვილი

ოთხ აპრ 22 , 2020
1,725 წაკითხვა„ილუზიაა ეს, რომ ჩვენი ხელისუფლება სააკაშვილთან ითანამშრომლებს“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილი: „ისიც ილუზიაა, რომ სააკაშვილი ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან. ბიძინა და მიშა ჩამოყალიბდნენ კლასიკური გაგებით სიმბიოზებად, რომლებიც ბუნებრივი ანტაგონისტები არიან ერთმანეთის, მაგრამ თან ერთმანეთს კვებავენ და ერთმანეთი სჭირდებათ. უცნაური პარადოქსია, მაგრამ ასეთი პარადოქსული სიმბიოზები ბუნებაში არსებობს. მაგალითად, ასეთია ნიანგი და ჩიტი კოლიბრი. ისინი ბუნებრივი ანტაგონისტები არიან, მაგრამ […]

შესაძლოა მოგეწონოთ