პარლამენტი პირველ სხდომაზე თავმჯდომარეს აირჩევს, დააკომპლექტებს სპიკერატს და კენჭს უყრის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს

914 წაკითხვა

პარლამენტი პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევს, დააკომპლექტებს სპიკერატს და კენჭს უყრის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს.

აღნიშნული თანამდებობის პირების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მოხდება.

მე-10 მოწვევის პარლამენტს არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე წარდგენილია გიორგი ვოლსკი, ხოლო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობას კახა კუჭავა და დავით სერგეენკო დაიკავებენ.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, “ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება შემდეგ კანდიდატურებთან დაკავშირებით მიიღო:

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე – ანრი ოხანაშვილი;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – მიხეილ სარჯველაძე;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი ბერაია;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – სოზარ სუბარი;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი კოვზანაძე;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – დავით სონღულაშვილი;

აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ნინო წილოსანი;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – მაია ბითაძე;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – მაკა ბოჭორიშვილი;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ბექა ოდიშარია;

ჯანდაცვის კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – თეა წულუკიანი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – მიხეილ ყაველაშვილი;

იპნ

Next Post

პეტერბურგის ბიზნეს-სკოლის საერთაშორისო აღიარება განმტკიცდა

პარ დეკ 11 , 2020
914 წაკითხვა სანკტ-პეტერბურგის სახ. უნივერსიტეტის მენეჯმენტის უმაღლესმა სკოლამ, რომელიც პრეზიდენტ პუტინის პირდაპირი მხარდაჭერით დაფუძნდა, “ფაინენშენელ ტაიმსის” რეიტინგებში თავისი პოზიციები გააუმჯობესა. 7 დეკემბერს «TheFinancialTimes»-მა გამოაქვეყნა ევროპული ბიზნეს-სკოლების ყოველწლიური რეიტინგი. ბიზნესის კადრების ერთ-ერთი წამყვანი მჭედელი რუსეთში არის ს.-პეტერბურგის უნივერსიტეტის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა, რომელმაც თავისი მდგომარეობა, წინა წელთან შედარებით, ერთბაშად 8 პუნქტით გაიუმჯობესა და 51-ე პოზიციაზე წამოიწია.   “ფაინენშელ ტაიმსი” სასწავლო დაწესებულებებს რამდენიმე […]

შესაძლოა მოგეწონოთ