ოპოზიციამ სასაუბროდ, ყველაზე დისკრედიტირებული ადამიანი, ლევან თარხნიშვილი გამოიყვანა – დავით ჩიხელიძე

431 წაკითხვა

ოპოზიცია კვლავ სიცრუის ტირაჟირებას ცდილობს, ბრძნული დავარცხნილი სახით საუბრობენ და ფიქრობენ, რომ მოსახლეობის მოტყუება ადვილია. ოპოზიციამ სასაუბროდ, ყველაზე დისკრედიტირებული ადამიანი ლევან თარხნიშვილი გამოიყვანა, ეს ის ლევანია, რომელიც “ცესკო”-ს 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ცესკომ სწორედ მის დროს ჩაატარა, ყველაზე სამარცხვინო და გაყალბებული არჩევნები ( 2008 წელი) აღნიშნულს ეუთო ოდირის უკიდურესად კრიტიკული დასკვნაც ადასტურებს.”– წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია”დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

“დღეს ეს ადამიანი, ცესკოზე საუბრობს და სხვას მორალს უკითხავს, მორალს რომელიც თვითონ დიდი ხანია დაკარგა. როგორც ლევანი აცხადებს, ფოთში საარჩევნო კომისიის წევრები გაათავისუფლეს, თარხნიშვილს აშკარად დრო შეეშალა, კომისიის წევრებს, სწორედ მის დროს ათავისუფლებდნენ და უშვებდნენ, დღეს მსგავსი ფაქტები არ ფიქსირდება, ვინ თუ არა ლევანმა იცის, რომ კომისიის წევრების ხელშეკრულება პირველი ტურის ჩათვლით იყო გაფორმებული (მეორე ტურის შემთხვევაში ავტომატურად ხანგძლივდება) ლოგიკურია, რომ კომისიის გარკვეულმა წევრებმა, ოჯახური მდგომარეობის თუ სხვა მიზეზის გამო ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, ზოგ მათგანს მეორე ტურის მოლოდინი არ ჰქონდა,(საკუთარი გეგმები პირველ ტურამდე გადადეს) სწორედ ამიტომ დატოვეს კომისია.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციაში 60 ათასამდე ადამიანი მუშაობს, შესაბამისად რა გასაკვირია, თუ მათგან რამდენიმე ათეული ადამიანი ხელშეკრულებას არ გააგრძელებს?

ლევან თარხნიშვილის ბრიფინგი, წმინდა წყლის დემაგოგია და ცესკოს დისკრედიტაციას მცდელობა იყო, რომელიც მცდელობადვე დარჩება, რადგან მას რეალობასთან საერთო არ აქვს“- წერს დავით ჩიხელიძე.

Next Post

სალომე ზურაბიშვილი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე

ხუთ ოქტ 21 , 2021
431 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა. „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, საჩივრების დაუშვებლობის შესახებ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის […]

შესაძლოა მოგეწონოთ