„ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად დატოვებს“ – დავით ჩიხელიძე

831 წაკითხვა

სანდო წყაროზე დაყრდნობით, შემიძლია განვაცხადო, რომ  ნიკანორ მელია განცხადებას გაავრცელებს, ის ოფიციალურად დატოვებს “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც ნაციონალური მოძრაობის დაშლის დასაწყისი გახდება, რადგან მას ე.წ. შუა რგოლი გაყვება, რაც სამომავლოდ ზოგადად პარტია ნაციონალური მოძრაობის არსებობას უქმნის საფრთხეს”- ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ ექსკლუზიურად განუცხადა ჩვენ გამოცემა MULTIMEDIA.GE-ს

“როგორც ჩემი წყარო მიდასტურებს, ნიკანორ მელია “ლელო”-ს გუნდს შეუერთდება და  შემდეგ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ სწორედ მელიას აირჩევენ!

რაც შეეხება წასვლის მიზეზს, მთავარი მიზეზი სააკაშვილია, რომლის ჩამოსვლის შემდეგ მელიას როლი პარტიაში ნომინალური გახდა, მან მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა, არავინ არაფერს ეკითხება და ყველა სააკაშვილის ბრძანებას ასრულებს, მისთვის საფრთხეს ორი სააკაშვილი წარმოადგენს, ერთი მიხეილ სააკაშვილი, ხოლო მეორე ედუარდ სააკაშვილი. რადგან მომავალში ის პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. ნაციონალურ მოძრაობა პარტიის რებრენდინგს არ გამორიცხავს, სადაც პარტიის თავმჯდომარის როლს სწორედ ედუარდ სააკაშვილი შეასრულებს და არა ნიკანორ მელია.

მელია ასევე უკმაყოფილოა პარტიაში არსებული შიდადაპირისპირებით, პარტიის გარკვეული წევრები მელიას წინასაარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდა, ან არასაკმარისად აქტიურობდნენ..

თავის მხრივ, მელიათი უკმაყოფილოა სააკაშვილი, რომელიც განტევების ვაცს ეძებს და მისი გეგმის ჩაფლავებაში პირდაპირ მას ადანაშაულებს”- განუცხადა დავით ჩიხელიძემ Multimedia.ge-ს. მისივე თქმით, ზუსტი დრო, თუ როდის განაცხადებს მელია პარტიიდან წასვლის შესახებ, ცნობილი არ არის, თუმცა დაახლოებით პერიოდად, ორი კვირა სახელდება.

Next Post

„ახლა შეგიძლიათ დამხვრიტოთ, კედელი ღიაა“ - გია ხუხაშვილი

ორშ ნოე 1 , 2021
831 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: ნებაყოფლობით ვდგები დასახვრეტ კედელთან: თუ გვინდა გავერკვეთ ნაც. მოძრაობაში ვინ უფრო მეტად არის პასუხისმგებელი პირობით მარცხზე, სააკაშვილი, თუ მელია, ჩემს აზრს მოგახსენებთ: სააკაშვილის საარჩევნო სტრატეგია ემყარებოდა მისი თავგანწირვით და მის გარშემო ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას, რამაც ნაც. მოძრაობას მაქსიმალური, მაგრამ გამარჯვებისთვის არასაკმარისი შედეგი მოუტანა. ნიკა მელიას საარჩევნო სტრატეგია ემყარებოდა პოლიტიკურ კონსოლიდაციას ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობებით, პოზიტიური […]

შესაძლოა მოგეწონოთ