გია ვოლსკი – კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში

234 წაკითხვა

კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით – რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია თანხის სანაცვლოდ და საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამდიდრებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

კითხვაზე გულისხმობს თუ არა დავით კეზერაშვილს, ვოლსკი პასუხობს, რომ მას გულისხმობს.

კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რომელიც 2008- ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ. იარაღის შესყიდვა ჯანსაღი ოპერაციაა, მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამილიონერება – გამდიდრებას, ვისაც წინა დღით არაფერი ებადა და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში ხდება მილიარდერი და საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. განცხადების არაადეკვატურობას რაც შეეხება, ეს ახასიათებთ ზოგიერთ ჩინოსნებს, მაგრამ მე ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით.

Next Post

დიმიტრი პესკოვი - დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაახანგრძლივებს, მას სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესის შეფერხება არ შეუძლია

ორშ იან 9 , 2023
234 წაკითხვადასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება პრინციპში ვერაფერს შეცვლის და მას სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესის შეფერხება არ შეუძლია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. “ამ მიწოდებას შეუძლია უკრაინელ ხალხს ტკივილი მოუმატოს და მათი ტანჯვა გაახანგრძლივოს, მაგრამ პრინციპში არაფრის გადაჭრა არ შეუძლია. ამ მიწოდებას არ შეუძლია შეაფერხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესი”, – აღნიშნა პესკოვმა. რამდენიმე დღის წინ, […]

შესაძლოა მოგეწონოთ