„მგონია, რომ გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს“ – ვოლსკი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

1,445 წაკითხვა

„მეც მგონია, რომ გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას.

მისივე თქმით, გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება.

„მეც ასე მგონია, რომ გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს. შეწყვეტა ერთია, მაგრამ ასეთი უთქმელი შეწყვეტა არ იქნება სწორი. საერთოდ გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება იმიტომ, რომ დახურულ სხდომაზე რა მასალაც უშიშროებამ ყველა ფრაქციას წარმოგვიდგინა, საკმაოდ სერიოზულ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ დასკვნები გააკეთოს არამხოლოდ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, არამედ საზოგადოებამ. როგორ აისახება ეს სამართლებრივ ნაწილზე – შეწყდება გამოძიება, გაგრძელდება თუ სასამართლოში გადაინაცვლებს, ამაზე მე დღეს კომპეტენტური არ ვარ, რომ პასუხი გაგცეთ,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ipn.ge

Next Post

„ხშირია მარტოხელა დედების მხრიდან ბავშვებით „ვაჭრობის“ შემთხვევები საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად“

ოთხ ნოე 6 , 2019
1,445 წაკითხვაპარტია “სამართლიანობისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თემო მურვანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: „ბავშვთა უფლებები არის საკმაოდ სერიოზული და რთული თემა, საუბარიც კი ზედმეტია იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქიკისთვის ნორმალურ აღზრდას და სხვადასხვა რისკების მინიმიზებას ადრეულ ასაკში, რადგან უკვე ზრდასრულ ასაკში გამოვლენილ პრობლემათა დიდ უმრავლესობას საფუძველი სწორედ ბავშვობისდროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმებიდან ეყრება. დღეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ქალთა უფლებებს, […]