„მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

1,086 წაკითხვა

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მადლიერებაც დაიმსახურა, თუმცა, როდესაც თემა ეხება ხელისუფლებისათვის დისკომფორტის შემქმნელ საკითხს, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება,(რასაც ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მოითხოვენ ზურაბიშვილისგან), ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, აბსოლიტურად იდენტურია და ის არასდროს არ მიდის ივანიშვილის და ოცნების წინააღმდეგ. ასე რომ, ვფიქრობ, მადამ სალომე ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს,  ოპოზიციას და რეალურად ის „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მოკავშირეა….“ – წერს გიორგი ლაღიძე.

Next Post

შალვა პაპუაშვილი - სამი ტყუილი ითქვა მოტივირებულ შენიშვნებზე

სამ მარ 19 , 2024
1,086 წაკითხვასამი ტყუილი ითქვა გუშინ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, როდესაც სამ ტყუილში იქნება გამოჭერილი ასეთი შენიშვნები, აქ საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაიმე შინაარსობრივი მოტივი, ზედმეტია. ერთადერთი მოტივი, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს, ეს არის, რომ შეუქმნას საბაბი „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ ახლა უკვე მეოთხეჯერ, არ აღიაროს არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ […]

შესაძლოა მოგეწონოთ