„სამი-ხუთი საუკუნის შემდეგაც კი დამაფასებენ და გამიხსენებენ“ – მიხეილ სააკაშვილი

1,738 წაკითხვა

„რაღაც მომენტში ქართველები ჩემგან დაიღალნენ, თუმცა ახლა ისევ დამაფასეს. ახლა ქართველებისგან სიყვარულს ვგრძნობ.“– ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა,

„სამი-ხუთი საუკუნის შემდეგაც კი დამაფასებენ და გამიხსენებენ, დარწმუნებული ვარ ამაში. დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო. მას არ ვედრები. ხუთი საუკუნის განმავლობაში მისი სახელის ხსენება არ შეიძლებოდა, თუმცა მან საქართველოს სახელმწიფოებრიობა შექმნა. ის ცუდად ახსოვდათ, რადგან ხანდახან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ან კალიგულა ყოფილა, თუმცა მაინც ხისტი იყო.

მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ უფრო ჩქარა გამიხსენებენ კარგად, ვიდრე დავით აღმაშენებელი გაიხსენეს. მზად უნდა იყო ამისთვის. როდესაც ჩამოყალიბებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ, ეს კულტურული, მენტალური რევოლუციაა.

ტკივილის გრძნობას ტოვებ, რადგან ხალხს პროგრესისკენ ნესტოთი ექაჩები. სხვა მხარეს გადაგყავს, თუმცა ტკივილი რჩება. მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ამას დაემატა რუსეთის პროპაგანდაც“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Next Post

„ქალბატონო ინგა, ეს თქვენი სტანდარტია?“ - მიმართვა ინგა გრიგოლიას

სამ ივნ 23 , 2020
1,738 წაკითხვა

შესაძლოა მოგეწონოთ