მიშა, მე ეს უნდა მეთქვა შენთვის – ხათუნა ხოფერიას ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს

285 წაკითხვა

ხათუნა ხოფერიას ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს:

“ღია წერილი მიშას! მიშა, ჩემზე კარგად იცი, მაგრამ მე მაინც გეტყვი. დღეს, თუ ვინმეს სურს შენთვის სიცოცხლე, ეს საქართველოს ხელისუფლებაა! უფრო მეტიც! ერთადერთი ვინც გიცავს და ყველაფერს აკეთებს შენი დაცვისთვის- საქართველოს ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები არიან!

ვეცდები გითხრა რატომ!

ვიცი, რომ ჭკუაც გიჭრის და გონებაც… იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ათასჯერ გექნება ნაფიქრი თუ რაში სჭირდებათ შენ “ბორტს” მიღმა დარჩენილ თანამებროძოლებს, წყალწაღებულ ევროპელ ლობისტებს, ამერიკის ყოფილ და მოქმედ ელჩებს და კიდევ ათას ვიღაც ავატიურისტს, იმის ძახილი, რომ შენ მძიმედ ხარ მოწამლული, რომ რაღაც ელემენტები აღმოგიჩინეს, რომ მომაკვდავი ხარ.

რატომ იტყუებიან?… რატომ?… შენც ხომ იცი, რომ ეს ტყუილია?! აბა, რა და საიდან იცის, ვთქვათ, ფოტიგამ, მოწამლული ხარ, თუ სენადექსინი გაქვს დალეული?!… არ იცის და არც აინტერესებს. დავალებაა ასეთი! გადაწყვეტილებაა ასეთი მიღებული.

შენ კარგად იცი პოლიტიკური მკვლელობების ამერიკულ – ბრიტანული ხელწერა! იცი და მართლა მიკვირს, რატომ მიჰყვები დინებას მორივით?!.

მე, მაინც ვეცდები, გითხრა…

მაქსიმალურად უნდა შეიქმნას სურათი შენი მძიმედ ყოფნის, შენი სიკვდილის პირას ყოფნის შესახებ… რატომ?… იმიტომ, რომ უსწრაფესად, სავარაუდოდ, ტრანსპორტირებისას მოხდეს შენი ლიკვიდაცია! აი, ნახე რა შთამბეჭდავი მესიჯები გაჟღერდება…- რა საშინელებაა! ისე მძიმედ იყო და ისე სასტიკად ეპყრობოდნენ და ისე მოწამლეს ციხეში, რომ ტრანსპორტირებასაც ვერ გაუძლო! ხომ ვამბობდით, რომ მომაკვდავი იყოო, აი, რა მოიტანა უცხოელი ექსპერტების დასკვნების იგნორირებამ…… და აღმოაჩენენ გვამის ექსპერტიზის შემდეგ, უკვე სხვა ქვეყანაში, უამრავ მომწამვლელ ნივთიერებასა და მენდელეევის ტაბულის ყველა რადიაქტიულ ელემენტს… უამრავ შინაგან სისხლჩაქცევასა და ინექციების მომწამვლელ კვალს! მე შენ გეტყვი და გადაამოწმებს ვინმე თუ ?!

ისე, შენ ჩემზე უკეთ იცი, რატომ არის შესაძლებელი შენი მოშორება-ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიღების არსებობა.

აი, ისინიც:

1. ყველანაირად ეცდებიან და, დიდი ალბათობით, შეძლებენ შენი გარდაცვალების საქართველოს ხელისუფლებისთვის დაბრალებას!

2. მტყუან-მართალის გარჩევამდე მოახდენენ საპროტესტო ტალღის აგორებას და ხელისუფლების დამხობის მცდელობას!

3. მოიშორებენ ადამიანს, რომელიც მოწმეა და მონაწილე რამოდენიმე ამერიკული პროექტის! ა.) ვარდების რევოლუციის. ბ). 2004 წლის ამერიკის წინასაარჩევნო დაპირისპირების ცხინვალთან. გ.) 2008 წლის აგვისტოს ომის. დ). 2014 წლის მაიდნის. ე.) უკრაინის რეფორმად წოდებული კორუფციული გარიგებების, ვ) ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში “საქმიანობის” და სხვა.

4. აღარ იქნება შენი მხრიდან შანტაჟი და ფაქტების გამომზეურებით მუქარები. არა და, ფაქტები გაქვს! უამრავი ვიდეო და აუდიო მასალა, თანხები და ინსტრუქციები ხომ პირადად შენი ხელიდან გადიოდა! პროექტებიდან “ატკატები” ხომ შენი მითითებით სრულდებოდა… პოლიციის განვითარების ფონდზე, ოფშორებში.. შენ ხომ დღესაც იცი “მისამართები?!”

მილიონების საჩუქრები, ოქრო-ბრილიანტის კარეტები და ა.შ. ელჩებისთვის, ზეინო ბარანებისთვის და მისი ხელით მისთანებისთვის და ზემდგომებისთვის… იარაღის ბიზნესსა და მაკკეინის გაუმაძღრობაზე აღარაფერს ვიტყვი… რომელიც აუცილებლად გექნება დაარქივებული.

5. აღარ იქნება ადამიანი, რომელიც სრულად ფლობს ფაქტებს პოლიტიკური მკვლელობების შესახებ. ჟვანია, შარაძე, დუმბაძე, თეთრაძე… და უკრაინაში მომხდარი ამგვარი მკვლელობების და ანგარიშსწორებების უამრავი ფაქტი.

6. აღარ იქნება ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებს საკუთარ ამბიციებს და დუმილის საფასურად ითხოვს იმას, რისი შესრულებაც შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, სჯობს, იყოს გარანტირებულად დადუმებული!
მოკლედ, საუკეთესო სცენარის მიხედვით მივდივართ!

სცენარი კი, დაახლოებით ასე დასათაურდება – დემოკრატიის შუქურას მკვლელობა პუტინის დაკვეთით! ჰა, როგორია, მიშა?… დავიჯერო, შენ გინდა ამაში მონაწილეობის მიღება?

არ ვიცი… არ ვიცი… ჰო, იმას ვამბობდი, რომ შენი სიკვდილი ყველაზე მეტად საქართველოს ხელისუფლებას და თავად საქართველოს დააზიანებს! ამიტომაც გიფრთხილდებიან და გიცავენ ათასი რჯულის მნახველ- მოტირალისგან!
ახლა კი,… ერთი რამ მინდა გირჩიო!

იქნებ აიყვანო თავი ხელში. იქნებ დაჯდე (არა, ჯდომით ისედაც ზიხარ. წერად დაჯდე… რა იმდენი დაგრჩა როო?!) და დაწერო მემუარები. მე მემუარებს ვეძახი, სინამდვილეში კი, დაწერო ყველაფერი ის, რაც თავს დაატყდა ჩვენ ქვეყანას! რაში გამოგიყენეს და რატომ გამოაყენებინე თავი!

მოკლედ, დაწერე ყველაფერი… გადაირჩინე თავი! დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის! მოიხადე სასჯელი და დაეტიე სადაც ხარ იქ! ნუ იქცევი მაოხრებელ გზირად!
დაწერე სიმართლე და მიეცი მსოფლიოს პოლიტიკური ბესტსელერი!
მიშა, მე ეს უნდა მეთქვა შენთვის! მე ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვარ!”– წერს ხათუნა ხოფერია.

07.12.2022

Next Post

ნონა მამულაშვილი, მის ძმასთან დაკავშირებით, პრემიერის გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება

ხუთ დეკ 8 , 2022
285 წაკითხვანონა მამულაშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრის განცხადებას მის ძმასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ არაფერი აკავშირებს მამუკა მამულაშვილს “ნაციონალურ მოძრაობასთან” „მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს „საცოდავები” უწოდა და ოპოზიციასთან დააკავშირა, დღეს უკვე ჩემი ძმა, „ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი, ჩემი გავლით, დააკავშირა „ნაციონალურ მოძრაობას”. ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყოველგვარი ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუმცა, მაინც მინდა ვთქვა, რომ […]

შესაძლოა მოგეწონოთ