„ამერიკამ შეიძლება ივანიშვილის ქონება დააყადაღოს“

2,314 წაკითხვა

აშშ-ის 3 ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ. ყოფილი დიპლომატები საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს ხარისხის გაუარესების შესახებ წერენ.

ამ საკითხზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე საუბრობს:

„ეს წერილი არის მეტად მნიშვნელოვანი წერილი, სადაც შეშფოთებას გამოხატავს 3 ყოფილი ელჩი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კერძოდ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო უკან იხევს დემოკრატიული მიმართულებით. პრობლემა შეექმნა უცხოურ ინვესტიციებს, პირველ რიგში კი საუბარია ამერიკულ ინვესტიციებზე. საუბარი იყო ანაკლიის პორტზე და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელთან დაკავშირებით, რომელსაც პრობლემა შეექმნა, საუბარი მაქვს „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე“.

წერილში ნახსენებია 2018 წლის არჩევნები და ნათქვამია, რომ ის აღარ უნდა განმეორდეს, რა დარღვევებიც მაშინ იყო. საუბარია უცხოელი დამკვირვებლების დაშინებაზე და ა. შ. ესეც ხელისუფლების გაფრთხილებაა?

„რა თქმა უნდა. ამიტომაც ამერიკის 3 ყოფილი ელჩის განცხადება ყურადსაღები და გასათვალისწინებელია. ანუ იმ ადამიანების, რომლებიც თავად იყვნენ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცებაში და მნიშვნელოვანია მათი როლის გათვალისწინება“.

ივანიშვილის პირადი ქონების დაყადაღება თუ სანქცირების თემაც ხომ არ დგას რისკის ქვეშ?

„დიახ, რა თქმა უნდა, ყველაზე რადიკალური გზა იქნება ივანიშვილის ანგარიშების გაყინვა და სანქციების ამოქმედება უშუალოდ ივანიშვილის წინააღმდეგ. როგორც ეს მოხდა მოლდოვის შემთხვევაში, როდესაც იქაური ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა ამერიკამ. ამიტომ სავსებით რეალურია, ეს მექანიზმი საქართველოშიც იყოს გამოყენებული, მით უმეტეს, რომ პრაქტიკაში ასეთი მაგალითი უკვე არსებობს“.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

Next Post

„ამის დანახვა-მოსმენაზე გონება გებინდება, ლენჩდები, არაფერი აღარ გინდა…”

კვი სექ 27 , 2020
2,314 წაკითხვატელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „სამთავრობო არხების მთავარ თოქშოუებში მთავარ სპიკერად ირაკლი კობახიძის გაშვების ლოგიკის ახსნას ვცდილობ და ალბათ არის რაღაც გათვლა. თუნდაც ის, რომ ამის დანახვა/მოსმენაზე გონება გებინდება, ლენჩდები, სასოწარკვეთილება გიპყრობს, არაფერი აღარ გინდა, აღარც წარსული, აღარც მომავალი, ვეღარ ხვდები რომელ რეალობაში ხარ, სადღაც უწონადობაში გადადიხარ და ეგეთ დროს ალბათ ან საერთოდ არ მიდიხარ არჩევნებზე […]

შესაძლოა მოგეწონოთ