„ილუზიაა ეს, რომ ჩვენი ხელისუფლება სააკაშვილთან ითანამშრომლებს“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილი:
„ისიც ილუზიაა, რომ სააკაშვილი ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან. ბიძინა და მიშა ჩამოყალიბდნენ კლასიკური გაგებით სიმბიოზებად, რომლებიც ბუნებრივი ანტაგონისტები არიან ერთმანეთის, მაგრამ თან ერთმანეთს კვებავენ და ერთმანეთი სჭირდებათ.
უცნაური პარადოქსია, მაგრამ ასეთი პარადოქსული სიმბიოზები ბუნებაში არსებობს. მაგალითად, ასეთია ნიანგი და ჩიტი კოლიბრი. ისინი ბუნებრივი ანტაგონისტები არიან, მაგრამ კოლიბრი აჯდება ნიანგს კბილებზე და უწმენდს კბილებს. ანუ თავის სარგებელს ნახულობს ნიანგი და თავის სარგებელს ნახულობს ჩიტი კოლიბრი. წესით უნდა ჭამდეს ნიანგი კოლიბრს, მაგრამ არ ჭამს, რადგან სჭირდება. აი, ასე არიან ბიძინა და მიშა. დღევანდელი მდგომარეობით კოლიბრი არის მიშა და ნიანგი არის ბიძინა, ხვალ შეიძლება პირიქით იყოს. პირიქით უკვე იყო 2012 წლამდე“.