ტრაგედია დაბადების დღეზე – 22 წლის გოგონა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში 22 წლის გოგონა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. dianews.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგონას სავარაუდოდ გულმა დაარტყა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. როგორც სოფელში ამბობენ, 22 წლის ახალგაზრდა საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

,,გარდაცვლილი ფლავში გათხოვილი იყო. საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო ოჯახის შვილი, არანაირი პრობლემა ოჯახში არ ჰქონია, სამი თვის ბავშვი ჰყავდა. დაბადების დღე ჰქონდა იმ დღით, როდესაც გარდაიცვალა, სტუმრები ჰყავდათ, მშობლები ჩამოვიდნენ ერთ-ერთი სოფლიდან და გარდაცვლილის დედას ბავშვის ტირილი ესმოდა, სავარაუდოდ შიოდა, რომ შევიდა სახლში 22 წლის გოგო გარდაცვლილი დახვდა.”- ამბობს dianews.ge-სთან საუბრისას სოფლის წარმომადგენელი

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დიანიუსი

  • -

    პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

    საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების…

    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი

    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *