მორჩილი, რომელმაც სამონაზვნო პირზე იძალადა, პოლიციამ დააკავა

690 წაკითხვა

პოლიციამ დააკავა ერთი ადამიანი, რომელმაც თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში სამონაზვნო პირზე იძალადა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

მას ბრალი ედება ძალადობით განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა გუშინ გავრცელდა. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ, სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალაში ფიგურანტი არცერთი პირი ბერად აღკვეცილი არ არის და ისინი მორჩილები არიან. საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია.

 

Next Post

„თავი არ უნდა მოვიტყუოთ, არავინ არის აქ სულელი, თუკი რუსეთი შეიჭრება უკრაინაში..“ - ნანა კაკაბაძე

სამ თებ 22 , 2022
690 წაკითხვანანა კაკაბაძე უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. კაკაბაძე ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების პოზიციასაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ფრთხილი და პრაგმატული პოზიცია დღევანდელ ვითარებაში ყველაზე ოპტიმალური ჩანს. „100 წლის წინათ, 1918 წელს პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული, დამცირებული და ტერიტოებდაკარგული გერმანელი ერისთვის სულ ათიოდე წლის შემდეგ მისაღები აღმოჩნდა ფაშისტური პარტიის და მისი ლიდერის იმედისმომცემი ლოზუნგები. […]