გოგა ხაინდრავას პასუხი ყუბანეიშვილის ბრალდებებზე – „პრასტიტუტკები“ რას მიწოდებენ არ მაინტერესებს“

1,701 წაკითხვა

რეჟისორ გოგა ხაინდრავას და კოტე  ყუბანეიშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჟერად ხანდრავამ მას „პრასტიტუტკა“ უწოდა:

„არ მომისმენია და არც მაინტერესებს. კოტე ყუბანეიშვილი არის „პრასტიტუტკა“ და „პრასტიტუტკები“ რას მიწოდებენ მე არ მაინტერესებს.

მე წინადადებით მივმართე აფხაზეთის მთავრობას. წარვუდგინე ფილმს „მუჯაჰიდების“ სამოქმედო გეგმა, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობ და თუ დამაფინანსეს შემდეგ ვისაუბრებ ამაზე”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” ხაინდრავამ.

საქმე ეხება ფილმ „მუჯაჰიდებს“, რომელიც შესაძლოა აფხაზეთის მთავრობამ 200.000 ლარად დააფინანსოს.  გოგა ხაინდრავამ თავად განაცხადა, რომ მისი ფილმის დაფინანსების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მაშინ ის ამბობდა, რომ პროექტზე პასუხისმგებელ პირებს მთავრობიდან უკვე ესაუბრნენ და ფილმის გადასაღებად ფული ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა.

კოტე ყუბანეიშვილმა კი გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში გოგა ხაინდრავა შემდეგნაირად “შეამკო”:

“ხაინდრავას რომელ მთავრობაში არ უშოვია? მე რომ ვიცნობ ხაინდრავას ასე არავინ იცნობს, ძველი, ბებერი “კაგებეშნიკია”, საზიზღარი ადამიანი. რა იცის ჭორვილელმა ივანიშვილმა რა ხდება თბილისში? “იასნია” ხაინდრავა და ნაცვლიშვილი ეუბნება, რომ არის ღმერთი.”

რეზონანსი

Next Post

„ჩემი პოზიციის მცირე განმარტება მეგობრებისთვის“ - გია ხუხაშვილი

შაბ სექ 26 , 2020
1,701 წაკითხვაჩემი პოზიციის მცირე განმარტება მეგობრებისთვის: სამოქალაქო საზოგადოების მთავარი სამიზნე ყოველთვის მოქმედი ხელისუფლება უნდა იყოს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია რეალურად იძალადოს საზოგადოებაზე. აქ უნდა ვეძებოთ ბალანსი და წონასწორობა და არა “მგელი მოდის” ზღაპრულ ისტორიაში… გია ხუხაშვილი

შესაძლოა მოგეწონოთ