
თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე წერს:
„ეს ყოფილა ვინმე ნინო წილოსანი??! ჰოდა ამ წილოსანმა ბევრი ისაუბრა “განათლებაზე» აგრარულ პოლიტიკაზე აყვავებულ სოფელსა თუ ქალაქზე განსაკუთრებით, როგორ არის უკვე “აღორძინებული “ქვეყანა ამ “ქართული ოცნების “ხელისუფლების დროს და მერე (ასე თქვა ვციტირებ) “ დღენიადაგ” გააგრძელა „ოცნებასთან“ ერთად ბრძოლა , ასევე “ დღენიადაგ “ „ნაცებთან“ მებრძოლებთან ერთად.
“იწილო, ბიწილო, შროშანო გვრიტილო”
ვაახ, ცოტაც მოითმინე
შენ ჩემო , ხალხის ბიუჯეტში მომპარავებისგან “ჩაწილო სანებულო “და ამ ტიპის “მავანთაგან” (როგორც ეს წილოსანი იტყოდა ) “ დღენიადაგ” განადგურებულო და კორუფციაში ჩაფლულო გაყიდულო საქართველოვ!“