„არაფერი მინახავს ამაზე შემაძრწუნებელი” – გიორგი კეკელიძე

1,306 წაკითხვა

მწერალი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„გუშინ, გზაზე მიმავალმა, რუსთაველზე, მიწისქვეშა გადასვლელთან, მოხუცი მოწყალების მთხოვნელი ქალი შევნიშნე. ეგ ვერ გვიკვირს. არც სევდიანი, მიწის ფსკერამდე დახრილი თვალებია ახალი. არც ხელები, დამჭკნარი და ოდნავ მთრთოლვარე. უხეირო პოეზიია ეს აღწერა, მაგრამ ხან სიტყვები ყავარჯნებით მიდიან სინამდვილესთან, იმდენად დიდი და სასტიკია სინამდვილე. ახალი კი, ახალი მილეულ სახეზე ნიკაპამდე ჩამოვარდნილი პირბადე იყო.

არაფერი მინახავს ამაზე შემაძრწუნებლად სევდიანი – დანებების ამაზე უფრო ცხადი საზარელი სურათი. ის პატარა ჭიქაც სხვათაშორის იდო. მისი თვალები ვერ დავინახე, მიწას ეყრდნობოდა, მაგრამ რომ დამენახა, ის თვალები მეტყოდნენ მხოლოდ ერთს – არა ,,დამეხმარე“, ,,ბავშვი მყავს ავად“, ,,ფულს ვაგროვებ წამლებისთვის“– არამედ “სულერთია“!

და ეს არის ყველაზე საშინელი პასუხი და ყველაზე ზუსტი განაჩენი ჩემთვის და თქვენთვის. ვისაც დრო და სურვილი მიგიწვდებათ – გაირეთ. დღესაც იქ იჯდება. მე რომ ამის ძალა მქონდეს, ყველა დღესასწაულს ამ ამ მოხუც ბებიებთან რიგებად ვაქცევდი – ტაძრებიდან წამოსულ ათასობით ადამიანს, მათთან მივიყვანდი. შეიძლება ამიტომაც არ მაქვს ამის ძალა. სვეტიცხოვლობას გილოცავთ!“

Next Post

„ეს ამბავი მარტივად არ დამთავრდება – ვთქვი და გავიმეორებ“ - ბონდო მძინარაშვილი

ოთხ ოქტ 14 , 2020
1,306 წაკითხვაბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: „დავით ხიდაშელის ინტერვიუდან კიდეც უფრო გასაგები ხდება, რატომ ჩავარდა ისტერიკაში მთელი ნაცსექტა! ეს ამბავი მარტივად არ დამთავრდება, – გუშინ ვთქვი და გავიმეორებ: ბევრმა მისცა და კიდევ ბევრს მოუწევს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა, – რა მელაშვილი და ილიჩოვა?! კომისიის წევრებსაც – ყოფილებს თუ ახლანდელს სათითაოდ მოეკითხებათ! ბიძინა ივანიშვილის დაინტერესება, დავით ხიდაშელის მამულიშვილობა და ირაკლი ღარიბაშვილის სიჯიუტე რომ არა, […]